April 26, 2024

როგორ აფასებს გოგი წუალაია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ქუთაისში

პარტია „ახალი ქრისტიან დემოკრატების“ თავმჯდომარე, გოგი წულაია „ქართული ოცნების“ მიერ ქუთაისის მერობის კანდიდატად იოსებ ხახალეიშვილის წარდგენას ეხმაურება.


წულაიას განცხადებით, ხახალეიშვილს ქუთაისის მოსახლეობა არ იცნობს.


„ხახალეიშვილი გივი ჭიჭინაძეს მამობილს ეძახდა და დაუფასდა კიდეც. ჩვენ ხომ კანდიდატებს აფერისტობისა და მლიქვნელობის მიხედვით ვარჩევთ. ნაპოლეონის სიტყვები მინდა გავიხსენო: "მლიქვნელი უამრავია, მაგრამ ცოტაა ისეთი, რომელსაც შეუძლია ღირსეულად შეგაქოს".

 

მისი დასახელება მერობის კანდიდატად ქალაქის შეურაცხყოფაა. გაიარეთ ახლად დაგებულ ქუჩებზე და უკვე ორმოებია. ჩვეულებრივი მლიქვნელი ადამიანია.

 

არ იცნობს ქალაქი. ამდენი ხანია უკვე ქალაქის მერია, თითქმის ერთი წელია და არ ჩნდება არსად, არც ჟურნალისტებთან, არც ინტელიგენციასთან, არც მოსახლეობასთან. ასეთი სუსტი კანდიდატის დასახელებით ხელისუფლება ტოტალური გაყალბებისთვის ემზადება.

 

როცა  ხელისუფლებამ ჟურნალისტები დაარბია, უკვე ნიშნავდა იმას, რომ თქვენი გაჩუმება სურდა.  ეს გააკეთა იმისთვის, რომ არჩევნები გააყალბოს. პირდაპირ გვეუბნება, რომ მთავრობაში სულ უნდა ვიყოო,“ – განაცხადა FirstNews.ge - თან საუბარში გოგი წულაიამ.

 

შეგახსენებთ, რომ მმართველმა პარტიამ გუშინ თვითმმართველობის არჩევნებზე ქუთაისის მერობის კანდიდატად კვლავ იოსებ ხახალეიშვილი დაასახელა.

 

წაკითხვა 478 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 31 2021

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.