April 26, 2024

საქართველოს მეგობრები იმედგაცრუებულები არიან - კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა "ქართული ოცნების" შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლა და ამის შემდგომ განვითარებული პოლიტიკური მოვლენები შეაფასა.

მან თქვა, რომ საქართველოს მეგობრები მმართველი პარტიის შეთანხმებიდან გასვლით იმედგაცრუებულები არიან, რადგან რეფორმაბი მათ ყველა ხელმომწერ პარტიასთან ერთად უნდა განეხორციელებინათ. 

 

შეთანხმების იდეა და ღირებულება მდგომარეობდა იმაში, რომ მხარეებმა შეათანხმეს ის ერთად და ერთად აიღეს ვალდებულება, რომ შეასრულონ რეფორმები. იმედი გვაქვს, რომ ეს შეთანხმება გააგრძელებს გარკვეული სტრუქტურის და ჩარჩოს უზრუნველყოფას მხარეების ერთად მუშაობისთვის.

 

საქართველოს სჭირდება მრავალპარტიული რეფორმები, რომელთა წინ წაწევას და შესრულებას შეძლებს ქართველი ამომრჩევლის მიერ არჩეული ყველა ლიდერი. 

 

ვიმედოვნებ, რომ შეთანხმება დარჩება ძალაში და იქნება ერთგვარი გზამკვლევი, რომელიც ქართველ ლიდერებს სჭირდებათ აუცილებელი რეფორმების ჩასატარებლად", - განაცხადა კელი დეგნანმა.

წაკითხვა 300 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.