May 2, 2024

ეს არის ნ.გ-ს ფანტაზიის ნაყოფი - კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უარყოფს 1 აგვისტოს "მთავარი არხის" დირექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი ცხოვრების ამსახველ ანგარიშებს აგროვებდა.

 

კობახიძემ აღნიშნულ ინფორმაციას ნიკა გვარამიას ფანტაზიის ნაყოფი უწოდა და თქვა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" წარსულის გახსენება გადაწყვიტა. 

 

"ნ.გ.-ს [ნიკა გვარამია] ზღაპრებზე და ფანტაზიებზე ჩვენ ვერ გავაკეთებთ ვერავითარ კომენტარს. არის რაღაც ტექსტები, რომლებიც მოვისმინეთ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, არის რაღაც ფანტაზიის ნაყოფი, როგორც ჩანს, გაახსენდათ საკუთარი წარსული, ვერ გამოვიდნენ იმ წარსულიდან, როდესაც ისინი უსმენდნენ ტოტალურად ჩვენს საზოგადოებას, ნიკა გვარამია აქედან ვერ გამოვიდა. მშვენიერაძე და გვარამია არიან ერთი პოლიტიკური პარტიის წევრები და აქედან გამომდინარე, მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანა, ეს არ ჭრის ბუნებრივია ქართულ საზოგადოებაში" - განაცხადა კობახიძემ.

წაკითხვა 369 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.