ოკუპაცია დროებითია და ამას მალე დავასრულებთ - კახა კუჭავა

"ოკუპაცია დროებითია და ამას მალე დავასრულებთ" , - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ძმათა სასაფლაოზე გააკეთა, სადაც მან მთავრობის სხვა წევრებთან ერთად პატივი მიაგო 2008 წლის ომში დაღუპულთა ხსოვნას. 

 

კუჭავამ თქვა, რომ გმირების ოჯახების წუხილი მთელმა საქართველომ უნდა გაიზიაროს.

 

რთული სანახავია, როდესაც მოვდივართ სასაფლაოზე და ჩვენი გმირების ოჯახებს ვხედავთ, მათ შვილებს, მეუღლეებს, მშობლებს და რთულია გაიზიარო როგორც თვითონ იზიარებენ ამ წუხილს. 

 

შევთანხმდეთ ერთ რამეზე, 7 აგვისტო, 8 აგვისტო, ომი გაცილებით ადრე დაიწყო და ეს დაიწყო რუსეთმა. კარგად მახსოვს 2008 წლის 8 აგვისტოს შემდეგ ყოველ წელს ხდებოდა 8 აგვისტოს ამის აღნიშვნა, მათ შორის ჩვენი ოპონენტების მხრიდან და გასაკვირია, რატომ საუბრობენ 6-ზე ან 7-ზე ან ზოგადად რა მნიშვნელობა აქვს ამას. 8 აგვისტო არის დღე, როდესაც მივდივართ და პატივს მივაგებთ გმირებს. ომი დაიწყო ადრე, ეს დაიწყო რუსეთმა. რუსეთი არის აგრესორი და რუსეთის აგრესია აუცილებლად დასრულდება ძალიან მალე და ამას ებრძვის არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო", - განაცხადა კახა კუჭავამ. 

წაკითხვა 304 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 08 2021

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.