May 4, 2024

შესაძლოა კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება გახდეს საჭირო - კახა კუჭავა

ერთპარტიული მმართველობა ავნებს ყველაფერს და საქართველოში ერთპარტიული მმართველობა არასდროს იქნება, - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კჭავამ გააკეთა. 

 

მან თქვა, რომ 2024 წლის შემდეგ შესაძლოა საქართველოში კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება გახდეს საჭირო. თუმცა აქვე დაამატა, რომ ეს არა თვითმიზანი, არამედ ხალხის არჩევანია. 

 

"მე პარლამენტის თავმჯდომარე ვიქნები თუ ჩვეულებრივი მოქალაქე, ასე გადავწყვიტო კოალიციური მთავრობა იქნება თუ არა ნამდვილად არ არის მართალი, ფაქტი ერთია, ამას საქართველოს მოსახლეობა გადაწყვეტს.

 

ის რეალობა თუ სად შეიძლება ვიყოთ ხვალ და ზეგ ყველა ხვდება, რომ თავისუფლად არის შესაძლებელი, მათ შორის 2024 წლის შემდეგ, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება გახდეს საჭირო, მაგრამ ეს არ არის თვითმიზანი ეს არის ხალხის არჩევანი. ერთპარტიული მმართველობა ავნებს ყველაფერს და საქართველოში ერთპარტიული მმართველობა არასოდეს იქნება“, - განაცხადა კუჭავამ.

წაკითხვა 297 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.