"წუხანდელ ნიკაში ვნახე ის პროკურორი, მე რომ პატიმრობა გამომიცხადა" - ნათელაშვილი
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება "მთავარ არხის" ეთერს, რომელიც პოლიტიკური პარტიების რეიტინგს ეხებოდა.
"თქვენთან ერთად მეც შემზარა წუხელ მთავარ არხზე გათამაშებულმა სცენამ - რაც შეიძლებოდა დამაჯერებელი გაეხადათ სამარცხვინო იფსოსის ე. წ რეიტინგული კვლევები "ლეიბორისტულ პარტიასთან" მიმართებაში და ვფიქრობ, მიიღეს საპირისპირო შედეგი. მიშა ქუმსიშვილმა თავისი სიმშვიდითა და მაღალი ინტელექტით ასევე სრულად მოიგო ორთაბრძოლა - კალაძე ორი.
მთლიანობაში კი 25 წელზე მეტია მიხეილ სააკაშვილი ჯერ ჟვანიასთან, მერე ივანიშვილთან და ახლა ნიკა გვარამიასთან ტანდემში, ასე იწყებს ჩვენთვის არჩევნების გაყალბებას - ჯერ სამარცხვინო რეიტინგები, მერე არჩევნების დღეს იგივე ეგზიტპოლები და ბოლოს - გაყალბებული საარჩევნო ოქმები. ანუ ძაღლის კუდი არ განემართების კიდევ ერთხელ დადასტურდა.
ნიკა გვარამიასთან ყოველთვის ვცდილობ მხოლოდ კარგი გავიხსენო და ასეთი კადრები გონებაში ნამდვილადაა, ვადასტურებ იმასაც, რომ იგი უდავოდ უაღრესად ნიჭიერი მედია მენეჯერია, მაგრამ შემზარა იმან, რომ წუხანდელ ნიკაში ვნახე ისევ ის პროკურორი, მე რომ 25-წლიანი პატიმრობა გამომიცხადა და თანაც "ბავშვიყლაპია," რომელსაც ნიჭიერი ახალგაზრდობა არ უყვარს. მეტი რა ვთქვა.
P.S რაც მთავარია მე მუდმივად მაწუხებს კითხვა- რა განსხვავებაა ჩემთვის და რაც მთავარია ქვეყნისთვის ივანიშვილი გაგვიყალბებს არჩევნებს,სააკაშვილი თუ ორივე გუნდი ერთად?", - წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, 26 სექტემბერს, "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" "ლეიბორისტული პარტიის" წევრმა და თბილისის მერობის კანდიდატმა მიხეილ ქუმსიშვილმა IPSOS-გლობალის კვლევების სიზუსტესა და დათვლის მეთოდოლოგიაში ეჭვი შეიტანა.
სიახლეები
- "ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნების წარმომადგენლების აქციაზე ყოფნა უარყოფითად აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნის, არამედ ევროკავშირის იმიჯზეც"
- ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიხსნა იმერეთის სასკოლო სპორტული ლიგა მინი ფეხბურთში
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 მაისისთვის
- "გვსურს, მშვიდობიანი შეკრებით წარმოვაჩინოთ, რომ ჩვენი ისტორიის, ტრადიციების, ღირებულებების დაცვა უმნიშვნელოვანესია და ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დგას"
- "ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველის ტრიბუნიდან გამოსვლას „ვარდების რევოლუციის“ ხსენებით იწყებენ"