May 17, 2024

"თუ ჩამოვა, დავიჭერთ, ვინც ხელს შეუშლის, იმასაც დავიჭერთ" - ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილზე

კიდევ ერთხელ ვიტყვი ყველას გასაგონად, ჯერ ერთი, ბავშვი არ დაბადებულა და სახელს არქმევდნენო, თუ ჩამოდის ეს კაცი, ჩამოვიდეს, თუ ჩამოვა, დავიჭერთ, ვინც ხელს შეუშლის, იმასაც დავიჭერთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

პრემიერის თქმით, მთავრობას, სახელმწიფოს აქვს სრული მზაობა იმისთვის, რომ წესრიგი დაიცვას.

 

„არავითარი სამოქალაქო დაპირისპირება მე არ დამიანონსებია, სამოქალაქო დაპირისპირება დააანონსეს „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა, როდესაც თქვეს, რომ ისინი ხელს შეუშლიან თურმე სააკაშვილის დაკავებას. ეს ერთი. მეორე, მე ზოგადად ვთქვი, რომ ოპოზიციას არ ძალუძს საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებაც კი და პიკის დროს, როცა ყველაზე კულმინაციური მომენტი იყო ივლისში, მათ 5 ათასზე მეტი მხარდამჭერის მობილიზება ვერ შეძლეს. ამის საპასუხოდ ვთქვი, რომ „ქართულ ოცნებას" ზოგადად ჩვენი მხარდამჭერების მობილიზება შეგვიძლია 1 საათში და მინიმუმ, 100 ათასი ჩვენი მხარდამჭერის მშვიდობიანი დემონსტრაცია, შეგვიძლია, ნებისმიერ დროს განვახორციელოთ. მხოლოდ ეს ვთქვი. სააკაშვილს არ სჭირდება 100 ათასი კაცი. სააკაშვილს სჭირდება 10 პოლიციელი, გამოცდილი კაცი, რომელიც მას დააკავებს, თუ ჩამოვა. მთავრობას, სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, აქვს სრული მზაობა იმისთვის, რომ წესრიგი დაიცვას, რომ არ მოხდეს არავითარი კანონდარღვევა ან ხელშეშლა კანონის აღსრულებაში და ჩვენ ამ ყველაფერს მშვიდობიანად, კვალიფიციურად ჩავატარებთ. ჩვენ ჩავატარებთ მშვიდობიან არჩევნებს იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს გრძელვადიანი განვითარება", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

წაკითხვა 263 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 30 2021

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.