ვულოცავთ "ოცნებას" დისკრედიტირებული "ნაციონალური მოძრაობის" გაცოცხლებას! - ანა ბუჩუკური

"ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენს მომხრეებზე მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში და უშუალოდ გუშინ, არჩევნების დღეს, მიმდინარეობდა უპრეცედენტო სისტემური ზეწოლა“ - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ანა ბუჩუკურმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„ჩვენ რა თქმა უნდა ვაგრძელებთ შრომას და ბრძოლას საქართველოსთვის! რაც შეეხება გუშინდელი დღის შეფასებას, გუშინ ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვაფიქსირებდით სისტემური ხასიათის დარღვევებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა, მათ შორის - ამომრჩევლის მოსყიდვის, მის ნებაზე ზეგავლენის, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის და ე.წ. „კარუსელის“ ფაქტებს, ასევე, გადასატან ყუთებთან დაკავშირებით სისტემური ხასიათის დარღვევებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენი პარტიის წარმომადგენლების მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე დაიწერა 250-ზე მეტი საჩივარი, მათ შორის, ხმის დათვლის პროცედურის ვიდეოფიქსაციის საკითხთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენ არაერთხელ მივმართეთ უშუალოდ ცესკოსაც.“ - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა.


ანა ბუჩუკურმა ხაზი გაუსვა, რომ პარტიის დღის წესრიგი ახლა მიღებული ხმების დაცვასა და შედეგების დათვლაზეა ორიენტირებული.

 

„ახლა მთავარი ამოცანა ჩვენი პარტიისთვის არის ყველა სამართლებრივი გზის გამოყენება და ჩვენი მოქალაქეების თითოეული ხმის დაცვა! ჩვენ ვთქვით, რომ დაველოდებით ჯერ ცესკოს საბოლოო მონაცემებს, საარჩევნო ადმინისტრაციის რეაგირებას ჩვენს საჩივრებზე და შემდეგ, რა თქმა უნდა, საერთაშორისო დამკვირვებლების პოზიციას! ეს არის ამ ეტაპისთვის ჩვენი პარტიის მთავარი დღის წესრიგი!“ - ამბობს ბუჩუკური.

 

ბუჩუკურმა ბრიფინგი "ქართული ოცნებისთვის" ირონიული მილოცვით დაასრულა.

„ვულოცავთ „ოცნებას“ 8 თვის წინ სრულად დისკრედიტირებული ნაციონალური მოძრაობის გაცოცხლებას! ჩვენს წინააღმდეგ იმდენი იბრძოლეს, რომ ესეც მოახერხეს. ყოჩაღ!“- განაცხადა ბუჩუკურმა.

წაკითხვა 238 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 03 2021

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.