მიხეილ სააკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს და "ჩელენჯს" სთავაზობს
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, ექსპრეზიდენტი მზად არის ნებისმიერ ნარკოტიკზე ტესტი პენიტენციურ დაწესებულებაშივე ჩააბაროს, იმ შემთხვევაში, თუ თავად ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში მედიის თანდასწრებით ჩააბარებს ნარკოტესტს.
აღნიშნული შეთავაზება ბექა ბასილაიამ განცხადება მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა:
"მიხეილ სააკაშვილი არის მხნედ და ბრძოლისთვის განწყობილი. მე მინდა მივმართო სრულიად ქართულ საზოგადოებას, არ აჰყვეთ ღარიბაშვილის ამ ენაჭარტალა მონაჭორებს. ჩვენ მზად ვართ ტელეკამერების თანდასწრებით და არა ვენაში, ან სამხარაულის კლინიკაში, არამედ ამ საპატიმრო დაწესებულებაში ჩავაბაროთ ნებისმიერ ნარკოტიკზე ტესტი, დაწყებული მსუბუქი ნარკოტიკით, დამთავრებული ქიმიური ნარკოტიკებით, ამისთვის მზად ვართ.
ამავდროულად, ღარიბაშვილთან გვექნება "ჩელენჯი", მან კანცელარიაში, თუნდაც მისთვის მისაღები მედიების თანდასწრებით ჩააბაროს ტესტი და ამის შემდეგ, ეს ენაჭარტალა კაცუნა რას ილაპარაკებს მოვისმენთ”, - თქვა ბექა ბასილაიამ.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს წერილი გაავრცელა, სადაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის სხვადასხვა ვერსიებზე იმსჯელა. ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილს ნარკოტიკებზე მძიმე დამოკიდებულების ფონზე, თავისი გადაწყვეტილების შედეგების გათვლა გაუჭირდა.
სიახლეები
- "ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნების წარმომადგენლების აქციაზე ყოფნა უარყოფითად აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნის, არამედ ევროკავშირის იმიჯზეც"
- ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიხსნა იმერეთის სასკოლო სპორტული ლიგა მინი ფეხბურთში
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 მაისისთვის
- "გვსურს, მშვიდობიანი შეკრებით წარმოვაჩინოთ, რომ ჩვენი ისტორიის, ტრადიციების, ღირებულებების დაცვა უმნიშვნელოვანესია და ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დგას"
- "ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველის ტრიბუნიდან გამოსვლას „ვარდების რევოლუციის“ ხსენებით იწყებენ"