May 17, 2024

"2020 წელს, საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ შეწყვიტა პროექტზე მუშაობა, რათა ემსახუროს რუსეთის ინტერესებს რეგიონში"

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ვიზიტს ღია წერილით ეხმაურება.

როგორც მიხეილ სააკაშვილის წერილშია აღნიშნული, ვიზიტი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ურყევია.

 

"ძალიან ვაფასებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ჯ. ოსტინის ვიზიტს საქართველოში (ისევე, როგორც უკრაინაში), რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან არის ურყევი ”!

 

რაც შეეხება საქართველოს, მე მჯერა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთით, შირაქის სამხედრო აეროპორტის აღორძინებას აქვს დიდი და პერსპექტიული პოტენციალი. შესაძლოა, გადამწყვეტი სტრატეგიული მნიშვნელობა მოიპოვოს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებთან ახლოს განლაგებულმა ბაზამ, სადაც სამი ათასამდე ამერიკელი სამხედროს განთავსება იქნება შესაძლებელი.გარდა ამისა, აუცილებელია ანაკლიის პორტის (ლაზიკის) საკითხის გადახედვა. ამ ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განვითარებას ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდა დიდი ხელშეწყობა, თუმცა, 2020 წელს, საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ შეწყვიტა პროექტზე მუშაობა, რათა ემსახუროს რუსეთის ინტერესებს რეგიონში.

 

ანაკლიის პორტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ელემენტს როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციების გასაძლიერებლად, ასევე მთელს რეგიონში უსაფრთხოების გაზრდის თვალსაზრისით" - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

წაკითხვა 272 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.