May 17, 2024

"ამ პარლამენტში ბევრი შხამი და ბოღმაა, იქ ყოფნა რთულია" - იაგო ხვიჩია

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას ნაკლებად ხედავს, თუმცა, მისივე თქმით, პარლამენტი იმდენად არის დაზიანებული, რომ ვადამდელი არჩევნები ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა.

"ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარების შესაძლებლობას ნაკლებად ვხედავ, რადგან "ქართულმა ოცნებამ" ამ ოპერაციით 43% გაინაღდა და ეს შარი თავიდან აიცილა. უბრალოდ, ჩემს მოსაზრებას ვამბობ, რომ მინდა, ახალი პარლამენტის შანსი გაჩნდეს. იმიტომ, რომ დავრესტარტდეთ. ამ პარლამენტში შხამია ბევრი და ბოღმა, მთელი ამ პროცესების შედეგად იმდენად დაზიანდა, რომ იქ ყოფნა ძალიან რთულია. ადამიანებს ერთმანეთზე ისეთი რაღაცები აქვთ ნაკადრები და ისეთი პროცესები აქვთ გავლილი, რომ ამ ყველაფერმა ეს პარლამენტი ძალიან დააზიანა", – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

წაკითხვა 269 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 20 2021

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.