May 18, 2024

"მიშას რომ რამე მოუვიდეს, დედა შვილს ვერ აიყვანს ხელში" - ბუბა კიკაბიძე

"მიშა ჩემი ახლობელია და ძალიან მიყვარს, ძალიან ვნერვიულობ, უკვე 28-ე დღეა შიმშილობს და ეს არის ქვეყნის შეურაცხყოფა. მას რომ რამე მოუვიდეს, ღმერთმა დაიფაროს, საქართველოში დედა შვილს ვერ აიყვანს ხელში, - ამის შესახებ მომღერალმა ბუბა კიკაბიძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და შიმშილობაზე საუბრისასა განაცხადა. 

მისივე თქმით, სააკაშვილი სიკვდილისთვის გაწირეს.

 

"ყველაფერს აქვს ზღვარი და წითელი ხაზი, ესენი გადასულები არიან უკვე დიდი ხანია და ისეთი შეგრძნება გვაქვს ყველას, რომ სიკვდილისთვის გადადეს. მე მგონი, გონს უნდა მოეგონ. იმიტომ, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება, მიშას რამე მოუვიდეს, თუნდაც, ძილში და მერე უკვე, გვიან იქნება.

 

მე ვუსურვებ მიშას მხნეობას, რადგან ასე გადაწყვიტა, მაინც უნდა ეცადოს, არჩევნებამდე გაძლოს და მერე უკვე, ყველაფერი გამოჩნდება - სად არის თეთრი და სად არის შავი.

 

სამოქალაქო ჰოსპიტალში რომ არ გადაჰყავთ მიანიშნებს იმაზე, რომ მისი სიკვდილი უნდათ.

 

შეურაცხყოფას გვაყენებენ ყველას. მოკლედ გეტყვით - მრცხვენია, რომ ქართველი ვარ", - განაცხადა ბუბა კიკაბიძემ "TV პირველის" ეთერში.

წაკითხვა 318 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.