May 17, 2024

მისი შიმშილობა "ფეიკია", ჭამს და ფიზიკურად კარგად არის - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა ისეთივე "ფეიკია", როგორც თავად სააკაშვილი. 

მისივე მტკიცებით, ექსპრეზიდენტი ფიზიკურად კარგ ფორმაშია, რადგან ის საკვებს იღებს.

 

"ყველამ მიიღო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად "ფეიკია" მისი შიმშილობა. ამის ვიდეო მტკიცებულებებიც იხილა საზოგადოებამ. როგორი "ფეიკიც" არის მიხეილ სააკაშვილი, ასეთივე "ფეიკია" მისი შიმშილობაც. გუშინ ყველამ დაინახა ისიც, რომ ფიზიკურად საკმაოდ კარგ მდგომაროებაშია მიხეილ სააკაშვილი, ამის მიზეზი ისაა, რომ ის ჭამს" - აღნიშნა კობახიძემ.

წაკითხვა 455 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.