May 17, 2024

კლინიკების ასოციაცია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კელი დეგნანს მიმართავს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ქვეყნის მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს წერილით მიმართავს.

ასოციაცია ელჩს მიხელ სააკაშვილის სამოქალაქო პოლიპროფილურ კლინიკაში გადასაყვნად დახმარებას სთხოვს, რადგან მათივე განმარტებით, ციხის ამბულატორიის ტიპის დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს საჭირო ნორმებს და აღნიშნავს, რომ პატიმრის უფლებები დარღვეულია.

 

ასოციაცია კელი დეგნანს ასევე, მიმართავს თხოვნით, სანამ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდება, აქტიურად ჩაერთოს პრობლემის მოგვარებაში აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, კონგრესი, აშშ-ის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი და ამერიკის სამედიცინო საზოგადოება.

 

ამასთან, ასოციაციის წევრები შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით სააკაშვილის გერმანიაში გადაყვანის ინიციატივით გამოდიან.

 

"ქალბატონო კელი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უკვე 42 დღეა, პროტესტის ნიშნად, შიმშილობს საპყრობილეში. პატივს ვცემთ მის ბრძოლას სამართლიანობისთვის, მაგრამ ყოვლად შემაშფოთებელია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. 

 

ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურად პასუხობს შიმშილს, ბევრი რამ დამოკიდებულია ქრონიკული დაავადებების არსებობაზე. მეტაბოლიზმის დარღვევა იწვევს, მთელი რიგი სასიცოცხლო ორგანოების ფუნქციების მოშალს, მოგვიანებით პერიოდში შესაძლებელია განვითარდეს იშემიური მოვლენები და პოლიორგანული უკმარისობა. ერთდროულად რამდენიმე ორგანოს ფუნქციის დარღვევის და ორგანული ცვლილებების ჩამოყალიბების შემთხვევაში ჩნდება რისკი, შეუქცევადი პროცესების განვითარებისა, რისი სრულფასოვანი მართვა საქართველოს პირობებში შეუძლებელია, შესაბამისი პრაქტიკის ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების სიმწირის გამო. მიუხედავად ამისა, იგი გადაყვანილი იქნა "ციხის ამბულატორიის" ტიპის დაწესებულებაში, რომელიც არ აკმაყოფილებს კლინიკისთვის საჭირო, არც ადგილობრივ და არც საერთაშორისო კრიტერიუმებს.

 

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, აშკარად ირღვევა პაციენტის უფლებები, რეალური საფრთხე ექმნება საქათველოს მესამე პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს და მის ფიზიკურ უსაფრთხობას. ამიტომ მოგმართავთ თხოვნით, სანამ მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდება, აქტიურად ჩაერთოს პრობლემის მოგვარებაში აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, კონგრესმენები, აშშ-ს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, ამერიკის სამედიცინო საზოგადოება. ამავე დროს გთხოვთ, უშუალოდ მოახდინოთ კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან და დაგვეხმაროთ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილ იქნას ექიმთა კონსილუმის დასკვნის შესაბამისად, საქალაქო პოლიპროფილურ ( ტიპი C) მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში ან საუკეთესო შემთხვევაში გადაყვანილი იქნას, იგი გერმანიაში, შესაბამისი კვლაიფიკაციის მქონე კლინიკაში, მკურნალობისა და შემდგომი რეაბილიტაციის თვალსაზრისით.

 

ქალბატონო კელი, თქვენი უშუალო და დროული მოქმედების შედეგად გადავარჩენთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს, ვუზრუნველვყოფთ მის უსაფრთხოებას და ქვეყანას ავარიდებთ მოსალოდნელ დესტაბილიზაციას", - აღნიშნულია წერილში.

 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი უკვე 42-ე დღეა შიმშილობს.

წაკითხვა 260 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 11 2021

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.