"ცრუპენტელობის კორიანტელი დააყენა ღარიბაშვილმა" - რომან გოცირიძე

აქციები ოპოზიციამ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაწყოო, ეს იცით რას ჰგავს? - საფრანგეთის რევოლუციის წინ ვოლტერს და რუსოს რომ აბრალებდნენ ყველაფერს მაშინდელი მონარქიის წარმომადგენლები, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ყოველი მისი განცხადება არასერიოზული და სასაცილოა.

 

„საკვებს გაძლევთ ტელევიზიებს კომედიშოუების მორიგი გადაცემებისთვის. აქციები ოპოზიციამ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაწყოო, ეს იცით რას ჰგავს? - საფრანგეთის რევოლუციის წინ ფასები თუ გაიზრდებოდა, ეს ვოლტერის ბრალი, ხოლო თუ ქუჩაში გაივლიდი და წუმპეში ჩავარდებოდი, რუსოს ბრალი იყო, ყველაფერს ვოლტერს და რუსოს აბრალებდნენ მაშინდელი მონარქიის წარმომადგენლები, დაახლოებით ასეა, ფასები გაიზრდება? – „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალია, ლარი გაუფასურდება? - რომან გოცირიძის განცხადებების ბრალია, მათი ბრალი თურმე არაფერი არ არის. ცრუპენტელობის კორიანტელი დააყენა ღარიბაშვილმა. რატომ იზრდება საქართველოში ფასები ორჯერ მეტად, ვიდრე მეზობელ სომხეთში? საქართველოში ბოლო 25 წლის, მეოთხედი საუკუნის განმავლობაში, ლარის შემოღების დღიდან ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა საქართველოში, დეკემბერი დეკემბერთან (უნდა შედარდეს), ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელს მთავრობა და ეროვნული ბანკი გეგმავს დეკემბრისთვის, დეკემბერი დეკემბერთან საქართველოში არ ყოფილა 1996 წლიდან დღემდე ამ მასშტაბის ინფლაცია,"- განაცხადა გოცირიძემ.

 

ცნობისათვის, დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საწვავის ფასის ზრდის გამო გამართული აქციის უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას.

წაკითხვა 233 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.