May 18, 2024

"ევროკავშირი ძალიან ბევრ ნაბიჯს დგამს ჩვენკენ, მაგრამ საქართველო, სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ვერ იყენებს"

მართლაც ისტორიულ პერიოდს გავდივართ. ჩვენ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგით ევროინტეგრაციის მიმართულებით, – განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას.

ვაშაძის თქმით, ევროპელმა პარტნიორებმა საქართველოს გუშინ გამოუგზავნეს კითხვარი.

 

„რა არის ეს კითხვარი და ჩვენი საშინაო დავალება? ეს არის სისტემური კომპლექსური დემოკრატიული რეფორმები, რაც უნდა გაატაროს ქვეყანამ. სწრაფი გაწევრიანება სწრაფი რეფორმების საპასუხოდ- ეს არის მოდელი, რომელსაც ჩვენი ევროპელი პარტნიორები გვთავაზობენ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

ვაშაძის ინფორმაციით, ერთი კვირის წინ ევროპის პარლამენტის კვლევითმა ცენტრმა გამოაქვეყნა კვლევა, რომ 2020 წლის მერე საქართველოს აქვს უკუსვლა დემოკრატიული რეფორმების, მართლმსაჯულების, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით.

 

„ჩვენ ასოცირების შეთანხმება გვაქვს ევროკავშირთან, გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. აბა, თუ იცით, რომელია ჩვენი მთავარი სამი სავაჭრო პარტნიორი? არის რუსეთი, ჩინეთი და თურქეთი. არცერთი მათგანი არაა ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მართალია, ევროკავშირი ძალიან ბევრ ნაბიჯს დგამს ჩვენსკენ, მაგრამ საქართველო, სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ვერ იყენებს და ვერ იყენებს იმის გამო, რომ „ქართული ოცნება“ რეფორმების განხორციელების ნაცვლად არის რეფორმების მთავარი წინაღობა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

წაკითხვა 229 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.