''ომის მსურველებს მინდა, ვუთხრა, მეორე ფრონტი საქართველოში არ იქნება'' - ირაკლი ღარიბაშვილი

არ მაინტერესებს ვინ სად წავიდა, „ნაცმოძრაობის“ რომელი პროვოკატორი რას აკეთებს და ვინ რას აცხადებს, ეს არ არის ჩემთვის საინტერესო.

მე ჩვენს ხალხს უნდა ველაპარაკო საკითხებზე, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც უკრაინაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ჩასვლას უკავშირდებოდა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილა აღნიშნა, ომის პარტია, მოღალატეების პარტია რას გადაწყვეტს, ვინ სად წავა, ეს არ არის მისთვის საინტერესო.

„ომის პარტიას და ომის მსურველებს მინდა, ვუთხრა, მეორე ფრონტი საქართველოში არ იქნება. მინდა, ჩვენს მოსახლეობას და ხალხს ვუთხრა, რომ ის დამანგრეველი შედეგები, რაც მოიტანა აგვისტოს ომმა, ომებმა 90-იან წლებში, ეს აღარ განმეორდება. ჩვენი მთავრობა არის პასუხისმგებლიანი მთავრობა. მე პირველ რიგში პასუხს ვაგებ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მშვიდობაზე. თითოეულ მოქალაქის უსაფრთხოებაზე. ომის პარტია, მოღალატეების პარტია რას გადაწყვეტს, ვინ სად წავა, ეს არ არის ჩემთვის საინტერესო“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა უკრაინაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს გამოხატავს სოლიდარობასა და მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის მიმართ.

„ჩვენი გადაწყვეტილებით, საპარლამენტო დელეგაცია, სპიკერის შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ჩასულია უკრაინაში, რათა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა, მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ 191 ქვეყანას შორის ვიყავით პირველ ადგილზე, ვინც ყველაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა უკრაინაში. ამ მოკლე დროში. ამისთვის მადლობა ქართველ ხალხს უპრეცედენტო სოლიდარობისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

წაკითხვა 202 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 16 2022

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.