''ცალსახად მხარს ვუჭერ, რომ ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნა 8 მაისს მოხდეს'' - თენგიზ ფხალაძე

ცალსახად მხარს ვუჭერ, რომ ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნა 8 მაისს მოხდეს - ოპოზიციის ინიციატივა სრულად გამართლებულია, - ამის შესახებ ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ევროპული ცენტრის უფროსმა მკვლევარმა, თენგიზ ფხალაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, რეალურად ომი 8 მაისს დამთავრდა და კაპიტულაციას ხელი 8 მაისს მოეწერა.

„საქმე ის გახლავთ, რომ როდესაც პირველ დოკუმენტს ხელი მოეწერა, ეს დოკუმენტი ჟუკოვს არ მოეწონა და ამიტომ საბჭოთა გენერალიტეტმა მეორე ხელმოწერა დაადგმევინა და ხელი 8 მაისს, უკვე რამდენიმე საათის შემდეგ, იგივე დოკუმენტს მოაწერეს, ოღონდ სხვა ცერემონია გამართეს, ისეთი როგორიც საბჭოთა ხელისუფლებას უნდოდა და როდესაც ხელი მეორედ მოეწერა, მოსკოვში უკვე 9 მაისი თენდებოდა, დროში განსხვავების გამო.

რეალურად ომი 8 მაისს დამთავრდა და ფაშიზმზე გამარჯვების დღე არის 8 მაისი, ამიტომ ის 8 მაისს უნდა აღინიშნებოდეს. იმიტომ აღნიშნავს ამას დიდი ბრიტანეთიც, საფრანგეთიც, გერმანიაც, ყველა 8 მაისს. უბრალოდ საბჭოთა კავშირმა პირველი ხელმოწერა არ მიიღო, იმიტომ, რომ მას უფრო მაღალი დონის ხელმოწერა და სხვანაირად დადგმული სჭირდებოდა, როგორიც მისი ამბიციებისთვის უფრო მისაღები იქნებოდა, ამიტომ გამართეს მეორე ხელმოწერა და მეორე ხელმოწერის დროს უკვე თენდებოდა“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

შეგხსენებთ, საპარლამენტო ოპოზიცია მმართველ გუნდს ფაშიზმზე გამარჯვების დღის 9 მაისის ნაცვლად, 8 მაისს აღნიშვნას სთავაზობს.

დეპუტატებმა თეონა აქუბარდიამ, არმაზ ახვლედიანმა, ხათუნა სამნიძემ, გიორგი ვაშაძემ, ტარიელ ნაკაიძემ და პაატა მანჯგალაძემ "შრომის კოდექსში" ცვლილებები მოამზადეს, რომელიც უქმე დღედ 8 მაისის გამოცხადებას ითვალისწინებს.

წაკითხვა 227 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.