"უკრაინის ელჩის გაწვევა, ჩემი აზრით, შეცდომა იყო"- ჯუანშერ ბურჭულაძე

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის მიერ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა შეცდომა იყო.

მისივე თქმით, არ არსებობს ალტერნატიული ქვეყანა, სადაც უკრაინის მოქალაქეებს ისე ექცეოდნენ, როგორც საქართველოში და ეს უკრაინის პრეზიდენტმა უნდა გაითავისოს.

 

„ელჩის გაწვევა, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, შეცდომა იყო. რაც უფრო სწრაფად დავივიწყებთ ჩვენ თუ რამე წყენა გვაქვს, უფრო სწრაფად განვითარდება ჩვენი ქვეყნები და მშვიდობა დადგება”, - განაცხადა მინისტრმა.

 

ამასთან, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ფორმულირება, რომ საქართველო სანქციებს არ უერთდება არ არის სწორი.

 

„ყველა კრიტიკულ სანქციას საქართველო შეუერთდა, ეს იქნება გაერო, ევროსაბჭო, თუ კიდევ სხვა.

 

იმ სანქციებს, რაც აგრესორზე არანაირ ეფექტს არ მოახდენს და მხოლოდ ჩვენი მოსახლეობა დაიჩაგრება, ეს, რა თქმა უნდა, არ არის გონივრული, რომ ჩვენ შევუერთდეთ,“ - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

წაკითხვა 221 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.