გიორგი მარგველაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხდება?

"რუსთავი2"-თვის ცნობილი ხდება, რომ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხდება. ჩვენი ინფორმაციით, შეთავაზება მარგველაშვილმა პირადად მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო და ამ საკითხზე პარტიაში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

მათივე მარგველაშვილმა სატელეფონო კომენტარში ფაქტი არც უარყო და არც დაადასტურა. ყოფილმა პრეზიდენტმა თავი აარიდა პასუხს კითხვაზე - აპირებს თუ არა ის სათავეში ჩაუდგეს მიხეილ სააკაშვილის პარტიას. 

 

აღსანიშნავია, რომ გიორგი მარგველაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან ერთად 15 აპრილს კიევში გამოჩნდა, მანამდე კი, გავრცელებული ინფორმაციით, მათ შეხვედრა ჰქონდათ თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან. 

 

კიევში ვიზიტის კომენტირებისას, მარგველაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქში ჩასვლა მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებით გადაწყვიტეს.

წაკითხვა 208 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 26 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.