''წარმოუდგენელ რისხვას დაიტეხს თავს ბიძინა ივანიშვილი თუ ის სანქცირებულ რუს ოლიგარქებს ეკურკურება'' - ალეკო ელისაშვილი

წარმოუდგენელ რისხვას დაიტეხს თავს ბიძინა ივანიშვილი თუ ის სანქცირებულ რუს ოლიგარქებს ეკურკურება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „მოქალაქეების" დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ აუდიოჩანაწერი ავთენტურია და დასავლური დაზვერვის მიერ არის მოპოვებული, მას გაგრძელება აუცილებლად ექნება. ამასთან, ელისაშვილი მიიჩნევს, რომ სანქციები ქვეყანას არ შეეხება, რადგან უცხოელი პარტნიორები კარგად არჩევენ ერთმანეთისგან "ბიძინა ივანიშვილის და საქართველოს მოსახლეობის ინტერესს".

„რომ დადასტურდეს, აუდიოჩანაწერი ნამდვილია და ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულ ოლიგარქებთან რაღაც გარიგებებშია შესული, აქ უკვე საქართველოს პოლიტიკური პარტიების გადასაწყვეტი კი არ იქნება, სანქცია რუს ოლიგარქებს მთელმა მსოფლიომ დაადო ოკეან გაღმა თუ გამოღმა. წარმოუდგენელ რისხვას დაიტეხს ბიძინა ივანიშვილი თავზე თუ ის სანქცირებულ რუს ოლიგარქებს რაღაცას ეკურკურება, რომ ვერ წარმოუდგენია იმაზე მეტი რისხვა დაატყდება თავს. ამას უბრალო ხალხი ვერ ჩაწერდა, ამას ძალიან რთული ტექნიკა და ტექნოლოგია ჭირდება, ან ასე დადასტურდება ან ის, შეიძლება არ დადასტურდეს, მაგრამ თუ დადასტურდა, არანორმალური რისხვა დაატყდება თავს ივანიშვილს იმ ქვეყნებისგან, რომელსაც მარწუხებში ჰყავს რუსეთი თავის ოლიგარქებიანად. ეს თუ დასავლური დაზვერვის მიერ არის ჩაწერილი, გაგრძელებები მოჰყვება. ვფიქრობ, ეს ქვეყანაზე არ აისახება, რადგან უცხოელი პარტნიორები ვფიქრობ, ხედავენ, როგორი არანორმალური მხარდაჭერაა უკრაინის მიმართ ქართული მოსახლეობისგან, კარგად ასხვავებენ ივანიშვილის ინტერესს და საქართველოს მოსახლეობის ინტერესს,"- განაცხადა ელისაშვილმა.

წაკითხვა 235 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 26 2022

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.