''როცა წევრობიდან თავმჯდომარე ხდები, ეს სერიოზული დაწინაურებაა'' - კობახიძე მარგველაშვილზე

მარგველაშვილი აქამდე ფაქტობრივად „ნაციონალური მოძრაობის“ რიგითი წევრი იყო და როდესაც წევრობიდან ეგრევე თავმჯდომარე ხდები, ეს სერიოზული დაწინაურებაა

- ეს ნახევრად ხუმრობით, ისე კი, ძალიან უხდებიან ერთმანეთს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „რუსთავის 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გახდეს.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მარგველაშვილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კიდევ უფრო ახლოვდება და ეს „იმ წინააღმდეგობების გაგრძელებაა, რაც პარტიის შიგნითაა“.

„ისინი [გიორგი მარგველაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“] ძალიან უხდებიან ერთმანეთს, რადგან მათი მორალური ფასეულობები აბსოლუტურ თანხვედრაშია. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ახლა ოფიციალურადაც, კიდევ უფრო ახლოვდება მარგველაშვილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“, გარდა ამისა, ეს არის იმ წინააღმდეგობების გაგრძელება, რაც პარტიის შიგნითაა. როგორც მოგეხსენებათ სერიოზული კონფლიქტებია. როდესაც პარტია სუსტდება, ასეთ დროს თავს იჩენს ხოლმე პარტიის შიგნით დაპირისპირებები და ეს, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება, აბსოლუტურად ლოგიკურია. დიდი ხანია ვიცით, რომ სააკაშვილი ეჭვიანობს მელიაზე და სხვებზე და ბუნებრივია, სურს თავიდან მოშორება მელიასი, რომელიც დღემდე ისედაც „ნაცმოძრაობის“ მხოლოდ ფორმალური თავმჯდომარეა. რეალური ლიდერი არც მელია იქნება, არც მარგველაშვილი ან ვინმე სხვა, რეალური ლიდერი და ბელადი ამ პარტიაში კვლავ სააკაშვილი იქნება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წაკითხვა 204 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 26 2022

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.