"ამ ფარული, ფალსიფიცირებული საუბრების გამავრცელებლების მთავარი მიზანი საქართველოში ომის დაწყება იყო"
მე არ ვთვლი, რომ პრემიერ-მინისტრმა უნდა გააკეთოს კომენტარი რაღაც გაუგებარ ჩანაწერებზე. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გაუგებარია, არის ავთენტური საუბარი, არ არის ავთენტური, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მისთვის წარმოუდგენელია ასეთ საუბრებსა და ჩანაწერებზე სპეკულირება და მითუმეტეს სერიოზული კომენტარის გაკეთება.
„ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ ფარული, ფალსიფიცირებული საუბრების გამავრცელებლების მთავარი მიზანი და იდეა მდგომარეობს და მათი ამოცანა იყო და არის ჯერ კიდევ საქართველოში ომის დაწყება. არიან რა, ისინი გამწარებულები და სასოწარკვეთილები, მსგავსი რაღაც სიყალბით ცდილობენ საზოგადოების, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანას. მე, რა თქმა უნდა, მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი. ეს ჩანაწერი არაფრის მთქმელი არ არის საერთოდ. მსგავსი შინაარსის ჩანაწერები არ მაინტერესებს. ვერ დავიჯერებ, რომ თქვენს მიერ ხსენებული რუსი ბიზნესმენი აქეთ ურეკავს ფორმულას ჟურნალისტს. ეს წარმოუდგენელია. ეს შეიძლება რაღაც ზღაპარში ეწეროს. არ ვიცი, არ მსურს ამ თემაზე საუბარი. მე მაქვს ძალიან ბევრი საკითხი და საფიქრალი, რომელზეც ვფიქრობ", - განაცხადა პრემიერმა.
სიახლეები
- "სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას და ხალხს, ეს მიდგომა არასწორია"- ირაკლი ღარიბაშვილი
- "თურქეთი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას"
- პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო
- "გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით"
- "პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ არ აინტერესებს კონსტიტუცია, ქვეყნის ინტერესები, ცხადი" - ირაკლი ღარიბაშვილი