May 18, 2024

"მინდა, დიდი პატივისცემა დავუდასტურო ჩვენს გმირ ვეტერანებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მეორე მსოფლიო ომში"

პირველ რიგში მინდა, ჩვენს გმირ ვეტერანებს მივულოცო დღევანდელი დღე, 9 მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი, მინდა ჩემი დიდი პატივისცემა დავუდასტურო ჩვენს გმირ ვეტერანებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მეორე მსოფლიო ომში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში განაცხადა, სადაც მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

მთავრობის მეთაურმა მელიტონ ქანთარიას ბიუსტი გვირგვინით შეამკო, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი მიულოცა და მათ მადლობა გადაუხადა.

 

„მოგეხსენებათ, ქართველებს გვაქვს ძალიან დიდი წვლილი და დამსახურება ამ ომში გამარჯვების. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა, ქედი მოვიხარო ჩვენი გმირების წინაშე, რომლებმაც თავი გაწირეს მსოფლიოს უკეთესი მომავლისთვის და ჩვენი, ქართველების ძალიან დიდი დამსახურებაა ამ ომში გამარჯვებაში. მინდა, მოგილოცოთ 9 მაისი და ყველას გისურვოთ გამარჯვება და მშვიდობა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

წაკითხვა 215 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.