"ნებისმიერ დროს, საქართველოს დიდი ნაწილი სააკაშვილს თავდებში დაუდგება, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ყველა ნამუსახდილები ვართ"
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძემ კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
კიკაბიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულია.
„სერიოზულად ავად არის, ძალიან, ძალიან. ჩაი დამალევინა, რამდენიმე ანეკდოტი მოვუყევი. მემგონი, სასწრაფოდ წასაყვანია, რადგან თუ ქართველებმა ეს ცოდვა ჩვენს თავზე დავიდეთ, მერე რაც მოხდება, უკვე გვიან იქნება, დედა შვილს ვერ აიყვანს ხელში. ადრე ვიყავი ზელენსკისთან და სხვათაშორის, მესამე დღეს გამოაგზავნა უფლებადამცველი. მინდა, ვთხოვო, რომ ოფიციალურადაც თქვას მისი აზრიც.
მინდა, ვუთხრა ჩვენს ე.წ. პარლამენტს, რომ ძალიან ცუდ ამბავში ყოფენ თავს, მიშას ავადმყოფობასთან და ნიკას დაჭერასთან დაკავშირებითაც. მინდა, ნიკა, მოგიკითხო და მაგრად გაკოცო. ივანიშვილს ვეტყოდი, რომ მას ახლა თავისი ძალიან სერიოზული პრობლემები ეწყება. სჯობს, თავის საქმეს მიხედოს და თავზე არ დაიმხოს ეს ცუდი ამბავი, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ მიშასთან დაკავშირებით. ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი. ამიტომ, მე მგონია, თუ კიდევ რაიმე აქვთ ადამიანობის, გაუშვებენ. ნებისმიერ დროს, საქართველოს დიდი ნაწილი მიხეილ სააკაშვილს თავდებში დაუდგება. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩვენ ყველა ნამუსახდილები ვართ, ტანკით გადაგვიარეს. არ შეიძლება ასე. ამიტომ მიშას ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას, ნიკას მალე გამოსვლას“, – განაცხადა ბუბა კიკაბიძემ.
სიახლეები
- "საქართველოს მთავრობის მეთაურთან ნათლად ვთქვი, რომ ეს კანონი შეცდომაა და არ უნდა იქნას მიღებული" - ოლაფ შოლცი
- "ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ 10-მდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას" - პრემიერი
- "სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი" - კახა კალაძე
- "დღეს, თბილისსა და სხვადასხვა კუთხეში ასობით ათასი მოქალაქის გამოსვლით, ფაქტობრივად, რეფერენდუმი შედგა" - შალვა პაპუაშვილი
- "დიდი მნიშვნელობა არ აქვს გაიწვევენ თუ არა ამ კანონს, რადგან მთელი სურათი შემაშფოთებელია" - პრეზიდენტი