May 18, 2024

"630 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს"- ირაკლი ღარიბაშვილი

630 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს, ასევე, მიწის ნაკვეთებს სხვადასხვა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
 
 
პრემიერმა საკითხის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ის  ზურაბ აზარაშვილმა  ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მოამზადა. 
 
„დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გამოგვაქვს. 630 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს, ასევე, მიწის ნაკვეთებს სხვადასხვა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, მათ შორის რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, თბილისში, გორში, გარდაბანში, წყალტუბოში, ზუგდიდში, ქარელში, მცხეთაში, ხონში, ბაღდათში, აბაშაში, ხობში, ხაშურში, ფოთსა და ზესტაფონში. ჯამში ეს არის 630 დევნილი ოჯახი, რომელთაც გადაეცემათ და დაუკანონდებათ სახელმწიფო ქონებები. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ბატონმა ზურაბ აზარაშვილმა  ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მოამზადა და მთავრობამ გადაწყვიტა", -  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
წაკითხვა 259 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.