May 19, 2024

"უნდა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა, რომელიც ქართველი ერის ნების გამომხატველ არჩევნებს ევროკავშირის კონტროლის ქვეშ ჩაატარებს"

უნდა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა, რომელიც ქართველი ერის ნების გამომხატველ არჩევნებს ევროკავშირის კონტროლის ქვეშ ჩაატარებს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„მოვუწოდებ ყველა ჩემს თანამებრძოლს და „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეს, ისევე როგორც ყველა პატრიოტს, არ შემოიფარგლოს დღევანდელი აქციით. ყველა, ვინც მოგვიწოდებს დაველოდოთ რაიმე წყალობას, ვინმეს იძულებას, პრაქტიკულად გვთხოვს მორიგ ჯერზე მოვიტყუოთ თავი.

 

ჩვენი ევროპული მომავლის ბედი ჩვენს ხელშია. ევროპამ მოგვცა დრო წლის ბოლომდე. იმისთვის, რომ მოხდეს დეოლიგარქიზაცია, ოლიგარქს მთავრობის სახით, მთავარი ინსტრუმენტი უნდა გამოეცალოს. უნდა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა, რომელიც ქართველი ერის ნების გამომხატველ არჩევნებს ევროკავშირის კონტროლის ქვეშ ჩაატარებს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

წაკითხვა 187 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.