May 18, 2024

"გუშინდელი შეკრება, კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულებაა იმის, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არჩეული აქვს ევროპის გზა"

გუშინდელი სახალხო შეკრება, კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულებაა იმის, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არჩეული აქვს ევროპის გზა და ამ გზიდან არ გადაუხვევს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

„რაც შეეხება პოლიტიკურ შემადგენელს, ალბათ იქ იყო პოლიტიკური ნაწილი, რომელიც უმცირესი იყო. დომინანტი იყო საზოგადოების გულწრფელი სურვილი, გამოეხატა და კიდევ ერთხელ დაედასტურებინა თავისი ევროპული არჩევანი“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით გუშინ თბილისსა და რეგიონებში აქცია, ლოზუნგით „შინ ევროპისკენ“ გაიმართა. მასში ასევე მონაწილეობდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები. აქციის მიზანი იყო საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერა. სამოქალაქო მოძრაობამ „სირცხვილია“ მომდევნო შეკრება 24 ივნისს დააანონსა. სწორედ ამ დღეს ცნობილი გახდება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

წაკითხვა 230 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.