May 19, 2024

"საქართველო ომს არ იწყებს, არ ერთვება ომში"

საქართველო ომს არ იწყებს, არ ერთვება ომში, მეორე ფრონტი საქართველოში არ გაიხსნება და საქართველო არ უერთდება სანქციებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რომელიმე კომპანია ან პიროვნება თუ სანქცირებულია, მას საქართველოში მოჰყვება შესაბამისი რეაგირება კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში.

 

„ჩვენ მივესალმებით ტურისტების შემოდინებას, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. თუ რომელიმე კომპანია, ან პიროვნება სანქცირებულია, რა თქმა უნდა, მას საქართველოში მოჰყვება შესაბამისი რეაგირება კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში. საქართველოში არსებობს კონსტიტუცია, არსებობს კანონი, ნებისმიერი ადამიანი, ეს იქნება საქართველოს მოქალაქე, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე, თუ დაარღვევს კანონს, მას მოჰყვება ყოველთვის შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა კალაძემ.

წაკითხვა 224 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.