"ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უნდა იყოს მთელი ერის კონსენსუსის საფუძველზე განხორციელებული"

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომაზე ისაუბრა იმ სფეროებთან დაკავშირებით, რომლებსაც გარკვეული წუხილი უკავშირდება და ესაა სასამართლო სისტემა, სამართლის უზენაესობა, მედიის თავისუფლება და სხვა.

ბორელის თქმით, აღნიშნული სფეროები მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბარია ევროპულ ფასეულობებსა და პრინციპებზე.

 

ბორელის განმარტებით, იმედი აქვს, საქართველო ამ საკითხებს მოაგვარებს და მთელი პოლიტიკური სპექტრი, უპირველეს ყოვლისა, მთავრობა, ასევე სამოქალაქო საზოგადოება ჩაერთვება ამაში.

 

„მინდა, რამდენიმე სიტყვა ვთქვა იმ პოლიტიკური დიალოგის შესახებ, რაზეც საუბარი გვქონდა საბჭოზე, რომელსაც ვატარებდით დღეს. გვქონდა ამაზე საუბარი, ეს არის ცენტრალური მნიშვნელობის მქონე საკითხი, მასზე დღესაც ვისაუბრეთ და მომავალშიც ვისაუბრებთ, ხვალაც იქნება ამაზე საუბარი. ჩვენ ვართ მეგობრები და პარტნიორები, შეგვიძლია, ღიად ვისაუბროთ ამ საკითხზე. და როდესაც ეს საკითხი შესრულდება, თანაც, ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ამ მიმართულებით საჭიროა მეტი ძალისხმევა. ჩვენი შეფასება გავაცანი პარტნიორებს იმ სფეროებში, რომლებსაც გარკვეული ვთქვათ წუხილი უკავშირდება – სასამართლო სისტემა, სამართლის უზენაესობა, მედიის თავისუფლება, მათ შორის მზარდი პოლიტიკური წნეხი საზედამხედველო ინსტიტუტების დამოკიდებულებაზე და მედიაზე. ეს სფეროები ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბარია ევროპულ ფასეულობებსა და პრინციპებზე. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველო ამ საკითხებს მოაგვარებს და მთელი პოლიტიკური სპექტრი, უპირველეს ყოვლისა, მთავრობა, ასევე სამოქალაქო საზოგადოება ჩაერთვება ამაში“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

წაკითხვა 204 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.