May 15, 2024

"საქართველოს რამდენიმე მოქალაქისთვის სანქციების დაწესება პოლიტიკურად მტრული გადაწყვეტილებაა"

უკრაინამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, რომ ურთიერთობები დაიძაბოს საქართველოსა და უკრაინას შორის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ უკრაინის მიერ საქართველოს ოთხი მოქალაქისთვის დაწესებული სანქციების საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც გია ვოლსკიმ განაცხადა, საქართველო აგრძელებს თანადგომას უკრაინისადმი, უკრაინელი ხალხისადმი, არ არსებობს ფორმატი, სადაც მძლავრი პოლიტიკური მხარდაჭერა არ იქნება საქართველოს მხრიდან.

 

„400-მდე განცხადება და რეზოლუცია, რომელშიც თანაავტორები ან თანამონაწილენი არიან ქართული ოფიციალური სტრუქტურები და ჰააგის ტრიბუნალსაც მიმართა საქართველომ სხვა ქვეყნებთან ერთად, რათა შეაფასონ რუსეთის აგრესია უკრაინაში. უამრავ რესურსს ხარჯავს საქართველო ჰუმანიტარული დახმარების სფეროში და უამრავ უკრაინელ ადამიანს აძლევს შვებას, მათ შორის ბავშვებს სკოლაში სწავლის საშუალებას, რომლებიც დღეს საქართველოში არიან. ამის ფონზე გამოქვეყნება სიაში საქართველოს, ქართველი მოქალაქეების ჩართულობით, იმ ჩამონათვალისა, რომლებიც სანქცირებულ უნდა იქნენ და ევროკავშირს და აშშ-ს ასეთ რეკომენდაციას აძლევენ, ძალიან არასწორი. მე ვიტყოდი, უტიფარი საქციელია ადამიანების მხრიდან, ვინც ამ თემაზე მუშაობდა უკრაინაში. ყოვლად უსაფუძვლო, ყოვლად ჩამოუყალიბებელი, პოლიტიკურად მტრული გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს უკრაინის მხრიდან ნამდვილად არ ეკუთვნის. დარწმუნებული ვართ, უკრაინის მხრიდან ეს ყველაფერი, ეს მოკლე პერიოდის რთული ურთიერთობები ოფიციალურ სტრუქტურებს შორის არა თუ დაძლეული იქნება, არამედ განვითარდება ისე, როგორც ორ მოძმე ერსა და სახელმწიფოს უნდა ახასიათებდეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, საქართველოს ოთხ მოქალაქეს სანქციები დაუწესდა.

წაკითხვა 189 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.