May 15, 2024

"IRI-სთვის კვლევებს საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანია აწარმოებს, კვლევაში მანიპულაციის ინტერესი იკვეთება"

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, IRI-სთვის კვლევებს საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანია აწარმოებს.

მისი თქმით, კვლევაში პირდაპირ იკითხება, რომ არსებობს მანიპულაციის ინტერესი.

 

„ძალიან საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანია აწარმოებს IRI-სთვის შესაბამის კვლევით სამუშაოებს . ეს არის  „აიპიემი“, რომელიც დაკავშირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“. სამწუხაროდ, კონკრეტულ მონაცემებშიც გამოიხატება ჩვენი ეჭვებიც – რომ შეხედოთ პერსონალურ რეიტინგებს, მართლმადიდებელი ეკლესიის რეიტინგს და ა.შ. ძალიან მარტივად იკვეთება გარკვეული მანიპულაციის ინტერესი. სამწუხაროდ,  კვლევაში ეს პირდაპირ იკვეთება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებდა ოპოზიციის განცხადებებს, რომ გაერთიანების შემთხვევაში, „ქართულ ოცნებაზე“ მეტ ხმას დააგროვებენ. კობახიძის თქმით, ეს მარტივი სოციოლოგიური მანიპულაციებია.

 

„რეალურად, „აიპიემი“ არასდროს აქვეყნებს ალოკაციით პარტიულ რეიტინგებს. ალოკაცია გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერ სოციოლოგიურ კომპანიას შეუძლია, 100 პროცენტზე დააჯამოს ყველა პარტიის რეიტინგები. ამას არ აკეთებენ, რათა დატოვონ სივრცე სპეკულაციებისთვის, თითქოს ამომრჩევლის 40 პროცენტს არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული, რაც მთლიანად, ასე ვთქვათ, ოპოზიციისკენ შეიძლება, მიემართოს. ეს არის მარტივი სპეკულაციები და სწორედ ამისთვის ხდება შეგნებულად სივრცის დატოვება. სინამდვილეში, ამ მონაცემების ალოკაციის გაკეთება ძალიან მარტივად შეიძლება, რაც მარტივი სოციოლოგიური ამოცანაა. ამას არ აკეთებენ, რათა დატოვონ სივრცე სპეკულაციებისთვის, რასაც ძალიან აქტიურად იყენებს რადიკალური ოპოზიცია.

 

საბოლოო ჯამში, არჩევნებზე იდებოდა კონკრეტული შედეგები, რაც ადასტურებს, რომ ყოველი მეორე ჩვენი თანამოქალაქე მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“. სწორედ ამ მხარდაჭერის წყალობით, „ქართული ოცნება“ ყოველთვის ახერხებდა დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებას, იქნებოდა ეს საპარლამენტო, თუ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები.

 

ყოველ ჯერზე, არჩევნების წინ იყო ასეთი სპეკულაციები და სწორედ მათი მხარდამჭერები რჩებოდნენ გაწბილებული იმის გამო, რომ რადიკალური ოპოზიცია ყოველთვის საკუთარ ამომრჩეველს ატყუებდა, მათ შორის ამ კვლევების გამოყენებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წაკითხვა 157 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.