"პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ არ არსებობს, მაგრამ არსებობს მედიაპროდუქტი „ნაცმოძრაობა“, რომელიც კვდება"

„ნაცმოძრაობა“ რეალურად მედიით ცოცხლობს. უკვე ბევრი წელია, „ნაცმოძრაობა“ მედიაპროექტია, რადგან მათი მედიასაშუალებები რომ არა, ეს პარტია ბუნებაში არ არსებობს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, „არსებობს მხოლოდ მედიაპროდუქტი „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც დაკავებულია მავნებლობით და რომელსაც აცოცხლებენ მისთვის დავალებების მიმცემლები და დამფინანსებლები“.

 

„ბოლო წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიშზე ერთი გაკეთებული საქმე არ არის. ბოლოს როდის ნახეთ, მათ მიერ დაყენებული რაიმე ისეთი საკითხი, რომელიც ქვეყანას რაიმე ელემენტარულ სარგებელს მოუტანდა? ეს პარტია არ არსებობს, მაგრამ არსებობს მედიაპროდუქტი „ნაცმოძრაობა“, რომელიც კვდება. ხელისუფლების დაზიანება დაიწყეს და დღეს ერთმანეთს აზიანებენ. ეს პარტიაც აღარ არსებობს, რადგან ისინი ქვეყნის ჩამოქცევის გეგმიდან ერთმანეთის ჩამოქცევაზე გადავიდნენ ერთადერთი მიზეზით, ვინ განკარგავს ოლიგარქების ფულს, ამაზე ერთმანეთის დაჭმა“, – განაცხადა მდინარაძემ.

წაკითხვა 158 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.