May 15, 2024

"პუტინის პირადი პატიმარი, მოწამლული მესამე პრეზიდენტი კვდება"- თაკო ჩარკვიანი

პარტიის დამფუძნებელი, პუტინის პირადი პატიმარი, მოწამლული მესამე პრეზიდენტი კვდება, მისი ხმებით მოსული თავმჯდომარე მელია კი, მისი მისამართით ამომრჩევლის მიერ გამოთქმული კრიტიკით უკმაყოფილოა და "გულდაწყვეტილია" თურმე, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე, დეპუტატი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ჩარკვიანი აცხადებს, დღეს უმოქმედობა მკვლელობაში თანამონაწილეობაა.

 

„სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალებია აღმოჩენილი, ვერცხლისწყალია აღმოჩენილი. ახლა ვისაც გახსოვთ ჩემი ბრიფინგი ერთი წლის წინანდელი - გამოვიდა ინფორმაცია მოწამვლა და "დემორალიზება" უნდათ-თქო. ჰოდა, ნიკა მელიას ისტერიულმა "უანგარო დამცველებმა" გააგრძელეთ კედელ-კედელ ჩემი ლანძღვა, ჩემს მიერ გაკრიტიკებული, არაფრისმაქნისი და ნიკამელიას მიერ შექმნილი უმოქმედო პროცესის გამო. პარტიის დამფუძნებელი, პუტინის პირადი პატიმარი, მოწამლული მესამე პრეზიდენტი კვდება, მისი ხმებით მოსული თავმჯდომარე მელია კი, მისი მისამართით ამომრჩევლის მიერ გამოთქმული კრიტიკით უკმაყოფილოა და "გულდაწყვეტილია" თურმე...გააგრძელეთ "ბატონებო და ქალბატონებო" მელიას "გულმხურვალე გულშემატკივრობა"- სირცხვილია სხვა თუ არაფერი! დღეს უმოქმედობა - მკვლელობაში თანამონაწილეობაა!“ - წერს ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.

 

ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განცხადებით, სააკაშვილი მოწამლულია. როგორც გელბახიანმა „ინტერპრესნიუსთან“ განმარტა, მესამე პრეზიდენტის მოწამვლის შესახებ უცხოელების დასკვნის საფუძველზე საუბრობს. მისი თქმით, მოწამვლის შესახებ ეჭვი დიდი ხნის წინ თავად მიხეილ სააკაშვილსაც ჰქონდა.

წაკითხვა 154 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.