May 15, 2024

"ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარ პარტიას მოუწყო ცხელი შემოდგომა და ზამთარი, ერთს ფიქრობენ, მეორე გამოუვიდათ"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ცაგარეიშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ნიკა მელიასა და ლევან ხაბეიშვილის ფლანგს შორის ბრძოლა მიმდინარეობს.

ცაგარეიშვილის თქმით, ლევან ხაბეიშვილი კეზერაშვილის ნდობით სარგებლობს და ყველაფერს აკეთებს, რათა კეზერაშვილს საუკეთესო კუთხით დაანახოს თავი.

 

გია ცაგარეიშვილის განმარტებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარ პარტიას მოუწყო ცხელი შემოდგომა.

 

„გადამწყვეტ ეტაპს უახლოვდება შიდაპარტიული ბრძოლა ე.წ. წამყვან ოპოზიციურ პარტიაში. მკვეთრად არის გამოხატული ორი ფლანგი – თავმჯდომარე მელია და ხაბეიშვილი, რომელიც კეზერაშვილის ნდობით სარგებლობს. როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში ამ ფლანგის მომხრეებს და მიმდევრებს გადაწყვეტილი აქვთ, რომ ყველა ხერხისა და საშუალების გამოყენებით ჩამოაგდონ პარტიული ტახტიდან მელია და იქ წამოასკუპონ კომიკური პერსონაჟი, ბატონი ხაბეიშვილი. გახსოვთ, რა უნიჭო სპექტაკლი დადგა აქ ამ ყმაწვილმა, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა კეზერაშვილს საუკეთესო კუთხით დაანახოს თავისი თავი. რა არის ეს საუკეთესო კუთხე – ეს არის მაწყევრობა, ყიამყრალობა, ცინიზმი და რაც შეიძლება მკვეთრი რადიკალიზმი, ამით არის გამოხატული ამ ადამიანის ხედვაც, მომავალიც.

 

არ ვფიქრობ, რომ აქ რაღაც იდეების ჭიდილთან გვექნება შეხება, ეს იქნება ორი ერთმანეთზე უკვე სამკვდრო-სასიცოცხლოდ წაკიდებული დაჯგუფების დაუნდობელი ბრძოლა, რათა როგორმე თავი მოაწონოს პარტიის მომავალ სპონსორებს, სხვათა შორის ორივე ჯგუფმა. ვფიქრობ, ე.წ. ცხელი შემოდგომის მთელი ეს ორი თვე გასტანს ამ დაპირისპირებაში. ხელისუფლებას არა, მაგრამ საკუთარ თავებს და პარტიას რომ ცხელი შემოდგომა და ზამთარი მოუწყვეს, ეს ფაქტია, ერთს ფიქრობენ და მეორე გამოუვიდათ. ჩვენ ამაზე ბევრს არ ვიდარდებდით, რომ არა მათი საკმაოდ დიდი წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში და ის, რომ ეს ძალა, საუბედუროდ, ქვეყანაში ოპოზიციის რიგებში მოწინავეა. ეს არის სადარდებელი ხელისუფლებისთვისაც, დანარჩენი ოპოზიციისთვისა და საზოგადოებითვისაც. „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც ფაქტორი, ვერ მოშორდა ქართულ პოლიტიკურ სივრცეს და ისინი ანადგურებენ ყველას და ყველაფერს. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან მათი დომინაცია უნდა დასრულდეს. ვისურვებდი, ამ პარტიაში დაწყებული დაუნდობელი დაპირისპირება ამ პროცესის დასასრული იყოს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი უფრო გაღრმავდება და ადამიანებს, დაპირისპირებულებს, ვისაც ვუყურებ მე, არ აქვთ არანაირი რესურსი ერთად მუშაობის, ერთ პარტიულ სივრცეში ერთად ყოფნის და ეს ბრძოლა აუცილებლად უფრო დაუნდობელი გახდება“, – აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.

წაკითხვა 160 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 20 2022

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.