May 15, 2024

"ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ წარღვნას აანონსებს" - მამუკა მდინარაძე

პარტიაში იმდენად არაკომპეტენტურობის და გოიმობის ზეიმი აქვთ, რომ ერთმანეთის კონკურენტები ვინ არიან – მელია, ხაბეიშვილი, მუმლაძე და ახალი ფორვარდი გამოიკვეთა – ჭიაბერაშვილი, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წინა ანონსი, რომელიც „ცხელ შემოდგომას“ შეეხებოდა, არ გამართლდა და ახლა პოლიტიკურ წარღვნას აანონსებენ, რაც მდინარაძის განცხადებით, თავად პარტიაში აქვთ.

 

„ალბათ, გახსოვთ, წინა ანონსი, რომელიც ცხელ შემოდგომას შეეხებოდა. პოლიტიკური თვალსაზრისით, შემოდგომა ცხელი ნამდვილად არ აღმოჩნდა და ახლა პოლიტიკურ წარღვნას აანონსებენ, რაც თავად პარტიაში აქვთ. ვერ გაუგიათ, ვინ ვისია და ვინ რას აკეთებს. ამიტომ, ამომრჩევლის მიმართ ცრუ დაპირებებს თავი დაანებონ და პარტიას მოხედონ, რომელიც დაეშალათ. პარტიაში იმდენად არაკომპეტენტურობის და გოიმობის ზეიმი აქვთ, რომ ერთმანეთის კონკურენტები ვინ არიან – მელია, ხაბეიშვილი, მუმლაძე და ახალი ფორვარდი გამოიკვეთა ჭიაბერაშვილი. რა დღეში არიან, წარმოიდგინეთ. სჯობს, წარღვნას პარტიის შიგნით გაართვან თავი“, – განაცხადა მდინარაძემ.

წაკითხვა 147 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.