May 15, 2024

"ბევრს რომ ლაპარაკობენ, „ფეისბუქში“ აქტიურობენ, წავიდნენ და იომონ წინა პლანზე, კიევში კი არა, სელფებს რომ იღებდნენ"

მთავარი ჩვენი ვალდებულებაა მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება ქვეყანაში, რაც არის ჩვენი კეთილდღეობის განმსაზღვრელი. სამჯერ ვიომეთ, მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, საკმარისია. ჩვენ გვსურს ჩვენი ქვეყნის განვითარება გონივრული გზით, ეს არის ეროვნული პოლიტიკა და არა ომი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერის თქმით, ქვეყანაში რომ მშვიდობა და სტაბილურობაა, ეს დღევანდელი ხელისუფლების დამსახურებაა.

 

„მინდა, შევახსენო ამ ფარისეველ პოლიტიკოსებს – რომელი პოლიტიკოსი უნახავს ვინმეს ომში გარდაცვლილი. ბევრს რომ ლაპარაკობენ, „ფეისბუქში“ რომ არიან აქტიურები, გაბედული პოსტებით გამოირჩევიან, წავიდნენ და იომონ, არა კიევში, სელფებს რომ იღებდნენ, წინა პლანზე წავიდნენ და იომონ, თუ უნდათ მაინც და მაინც უკრაინაში ომში მონაწილეობა. ყველა ტრაგედიაზე ცდილობენ პოლიტიკური დივიდენდების მიღებას, ყოველთვის შევახსენებთ, რომ ეს არის ამორალური ფარისევლობა და მათ არაფერი ესაქმებათ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან, მის დაცვასთან. კარგად გვახსოვს, რა განცხადებებით გამოდიოდნენ „ომის პარტიის“ წარმომადგენლები, მათი სახალხო დამცველი, ქალბატონი ლომჯარია – გვირჩევნია, ბომბები ცვიოდესო. ჩვენ არავის  მოგვწონს და შეშფოთებულები ვართ, რაც ხდება უკრაინაში, მაგრამ შეხედეთ ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს, ევროკავშირის სახელმწიფოებს, როგორ იქცევიან. ჩვენ ვართ ოკუპირებული სახელმწიფო. ამიტომ, ჩვენს ნებისმიერ სიტყვას და ქმედებას გააზრება სჭირდება, დიდი გააზრება. ჩვენ ეს კარგად გვაქვს გააზრებული. ჩვენ ნაცვლად ისინი ნუ გაირჯებიან, მათ უნდა მოუხადონ ბოდიში ყოველდღე, დილით და საღამოს ჩვენს ხალხს და საზოგადოებას იმისთვის, რაც მათ დამართეს ქვეყნას. ახლა ჩვენ გვაცადონ და გვადროვონ ქვეყნის მართვა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

წაკითხვა 194 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.