May 18, 2024

"ნაციონალური მოძრაობა“ გაკოტრდა და ცდილობს, ხავსს მოეჭიდოს" - სოზარ სუბარი

„ნაციონალურ მოძრაობას“ აბსოლუტურად არ აინტერესებს არც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე, არც მისი ჯანმრთელობა და არც მიხეილ სააკაშვილი. უბრალოდ ახლა ცდილობენ, სააკაშვილი, როგორც ბოლო კოზირი, პოლიტიკურ ბრძოლაში გამოიყენონ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ გაკოტრდა და ახლა ცდილობენ, ხავსს მოეჭიდონ.

 

„ნაციონალურ მოძრაობას“ აბსოლუტურად არ აინტერესებს არც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე, არც მისი ჯანმრთელობა და არც მიხეილ სააკაშვილი. უბრალოდ ვინაიდან თვითონ გაკოტრდნენ და მათი რეიტინგი ნულზე დავიდა, ვინაიდან ერთმანეთს დაეტაკნენ და ერთმანეთის ჭამაზე არიან გადასული, ახლა ცდილობენ, სააკაშვილი, როგორც ბოლო კოზირი, პოლიტიკურ ბრძოლაში გამოიყენონ. რამდენად გამოუვათ, თავად დაინახავთ.

 

რაც შეეხება მათ მიერ შესაძლო რადიკალურ ზომებს, მათ რომ რადიკალური ზომების მიღების თავი ჰქონოდათ, ამას დიდი ხნის წინ გააკეთებდნენ. ხან ცხელი გაზაფხულით იმუქრებიან, ხან ცხელი ზაფხულით, შემოდგომით და ხან ზამთრით, მაგრამ ვერაფერს აღწევენ. სწორედ ამიტომ, უცხოელი მფარველები უკვე ხედავენ, რომ გაკოტრდნენ. ახლა იქიდან ჩაერთნენ უცხოელი პოლიტიკოსები საქართველოს შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში, ისეთ განცხადებებს აკეთებენ, მაგრამ ქართველი ხალხი ბრძენია და ყველას თავის ადგილს მიუჩენს. გაკოტრდა „ნაციონალური მოძრაობა“, გაკოტრდა რადიკალური ოპოზიცია და რადიკალური ოპოზიციის აზრები, ახლა ცდილობენ, ხავსს მოეჭიდონ და რაღაცით იტივტივონ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

წაკითხვა 266 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.