May 18, 2024

"გაკვირვებული ვარ, არ ვიცი, როგორ მოხდა მიხეილ სააკაშვილის ფოტოების გავრცელება"

გაკვირვებული ვარ, არ ვიცი, როგორ მოხდა მიხეილ სააკაშვილის ფოტოების გავრცელება, ეს არის მტრული განზრახვა, რათა ეჩვენებინათ, რომ მშვენივრად არის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებს „ვივამედთან“ განუცხადა.

გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი ძალიან სუსტად არის.

 

„ჩემს შვილს ეს ინფორმაცია არ ჰქონდა. ახლა, როგორც ყოველთვის იწვა. მის გვერდით ვიჯექი. ტელევიზორში ჩართული იყო კიევი და უცბად უკრაინა აჩვენებს ამ ფოტოებს. ამბობენ, რომ იმასთან შედარებით 10 კილო აქვს დაკლებული. უკაცრავად, 10 კი არა, 25 კილო აქვს დაკლებული. ლანდიც აღარ არის, რაც იყო. ვინც ეს გაავრცელა, ეს არის მტრული განზრახვით გავრცელებული, რათა ეჩვენებინათ, რომ მშვენივრად არის. მე არ ვიცი, როგორ მოხდა ფოტოების გავრცელება, ძალიან გაკვირვებული ვარ. ვიღაცამ ამერიკელ ადვოკატსაც კი დაურეკა და კაცი აღშფოთებული იყო, მე არავითარი სურათი თვალით არ მქონდა ნანახიო. ვიღაცას უთქვამს ოჯახმა გაავრცელაო, რომელმა ოჯახმა, ძალიან მაინტერესებს. საიდან მქონდა მე, საიდან მიმესვლებოდა. ეს მასალები დალუქული შედის სასამართლოში და შემდეგ მხოლოდ ადვოკატს აქვს უფლება. გავრცელებაზე არავის თანხმობა არ იყო. ჩემს თვალწინ პირველად დაინახა“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

 

კითხვაზე, „რამდენად სურს ოჯახს, საზოგადოებამ ახლა ნახოს მიხეილ სააკაშვილი“, გიული ალასანიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი აქამდეც გამოთქვამდა სურვილს, ჩართულიყო სასამართლო პროცესში.

 

„სასამართლოზე ჩვენ დღეს არ გვისაუბრია, თუმცა აქამდე სულ გამოთქვამდა სურვილს, მისულიყო ამ მდგომარეობაში, საკაცით იქნებოდა, თუ ეტლით. ყველა ფორმით მისვლაზე იყო თანახმა, რომ ყოფილიყო სასამართლოზე. არ ვიცი, რა იქნება 14-ში, ჯერ ხომ უნდა მიაღწიოს ადამიანმა იმ ოთხშაბათამდე. შემდეგ იწყება ახალი წლები და მერე კარგად მეყოლეთ“, – განაცხადა ალასანიამ.

წაკითხვა 310 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.