May 18, 2024

"ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ ქვეყანას დამოუკიდებელი სახალხო დამცველი ჰყავდეს"

მე და ჩემი ფრაქციის წარმომადგენლები ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანას ჰყავდეს დამოუკიდებელი სახალხო დამცველი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

დეკანოიძის განმარტებით, თუ იქნება ხელისუფლების მხრიდან შემოთავაზება, რომ სახალხო დამცველის არჩევნების პროცესში კონსულტაციები იყოს, ის მზად არის, ჩაერთოს.

 

„მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი ამ პროცესის მიმართ, ჩემს პოზიციას გეტყვით და არ მაქვს იმის განცდა, რომ შეიძლება ყველა დამეთანხმოს. მე და ჩემი ფრაქციის წარმომადგენლები ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანას ჰყავდეს დამოუკიდებელი სახალხო დამცველი. ეს არის ჩემი ძალიან მყარი პოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია სხვა ოპოზიციურ პარტიებს, ვინც არიან პარლამენტს გარეთ, სხვა წარმოდგენა ჰქონდეთ. მიმაჩნია, რომ ამ ქვეყნისთვის ბრძოლა ნამდვილად ღირს ყველა ფრონტსა და ყველა ასპარეზზე. ეს არის ჩემი ძალიან მყარი მოსაზრება. პირველმა კონსულტაციებმა, რომელიც ჩვენ გვქონდა, არავითარი განსაკუთრებული შედეგი არ გამოიღო, მაგრამ თუ იქნება კიდევ „ქართული ოცნების“ მხრიდან რაიმე სახის კონსულტაციის შემოთავაზება, ვფიქრობ, რომ საუბარს წინ არაფერი უდგას. ჯერჯერობით, ამ მიმართულებით წინგადადგმულ ნაბიჯს ვერ ვხედავ. ჩვენი პოზიცია ცნობილია სახალხო დამცელთან დაკავშირებით. ეს პოზიცია არის შემდეგი- ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ ადამიანს, ვინც უმაღლესი შეფასება მიიღო, მაგრამ ვნახოთ, შემდეგი კვირა არის სასესიო და ამ კვირაში ძალიან ბევრი რამ გაირკვევა“,-განაცხადა დეკანოიძემ.

წაკითხვა 225 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.