"ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ სააკაშვილის სასამართლო პროცესები გასცდა ერთი ადამიანის პრობლემის ფარგლებს"

ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ სააკაშვილის სასამართლო პროცესები გასცდა ერთი ადამიანის პრობლემის ფარგლებს. ეს ყველას პრობლემაა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

მელია გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ მიხეილ სააკაშვილს დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობა არ მიეცა.

 

ნიკა მელიას თქმით, ახლა ყველას ამოცანა არის სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა.

 

„სახელმწიფოს ინტერესებს აზიანებს ადამიანის ტყვეობაში ყოფნა ერთი წლის განმავლობაში. სახელმწიფოს ინტერესებს აზიანებს ადამიანისთვის, თუნდაც ტყვეობაში მყოფი ადამიანისთვის, კონსტიტუციურად მინიჭებული უფლებების ჩამორთმევა. ამ ერთი წლის განმავლობაში სატელეფონო ზარის უფლებაც არ ჰქონდა. სასამართლო პროცესზეც კი არ მოჰყავთ, არ რთავენ დისტანციურად, მეტი რა არის, რაც შეუძლიათ, გაუკეთონ ტყვეობაში მყოფ ადამიანს და, პარალელურად, გქონდეს ეს მასკარადი სასამართლო პროცესის სახით. ნაკლებად გითქვამთ თქვენც, თქვენს მაყურებლებსაც, რომელი ხელისუფლების პირობებში მოკლეს ზვიად გამსახურდია. სახელმწიფომ, ახალმა თაობებმა, მომავალმა თაობებმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ქვეყნის პირველი პრეზიდენტი მოკლეს და ამან სახელმწიფო მრავალი წლით დაწია განვითარების გზიდან. ამიტომ ახლა ჩვენი მნიშვნელოვანი ამოცანა არის ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენა. ყველას ამოცანაა, იქნება ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი თუ სხვა ოპოზიციური პარტიის, ან თუნდაც „ოცნების“, თუ დარჩა აზრიანი ამომრჩეველი, რომლისთვისაც სახელმწიფოებრიობა მნიშვნელოვანია. ჩვენ, ყველამ, უნდა გავიაზროთ, რომ სააკაშვილის სასამართლო პროცესები გასცდა ერთი ადამიანის, კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტის, პრობლემის ფარგლებს. ეს ყველას პრობლემაა“, – განაცხადა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

ნიკა მელია მიიჩნევს, რომ ოპოზიციიდან დეპუტატებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება პარლამენტში გაჩერება-არგაჩერების საკითხზე იმის მიხედვით, გამოუტანენ თუ არა სასიკვდილო განაჩენს სააკაშვილს.

 

„ამდენი დაავადება როდესაც აქვს, დასკვნა დასკვნაზე იდება, შენ კიდევ საუბრობ, რომ ერთი თვე გჭირდება, რათა რაღაც გამოიკვლიო, უბრალოდ, სულ მცირე, გინდა, რომ ადამიანი დარჩეს უუნარო. რატი ბრეგაძე მიზანმიმართულად აზიანებს სახელმწიფოს, მის საუკეთესო ინტერესებს და მის მომავალს. ისევე, როგორც მიზანმიმართულად დააზიანა სახელმწიფო ძალიან ბევრმა ადამიანმა, როდესაც ზვიად გამსახურდიას კლავდნენ. იმავეს აკეთებს რატი ბრეგაძე, იმავეს აკეთებენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები. მიმაჩნია, რომ ოპოზიციიდან დეპუტატებმა  გადაწყვეტილება უნდა მიიღონ პარლამენტში გაჩერება-არგაჩერების საკითხის გარშემო იმის მიხედვით, ადამიანს გამოუტანენ თუ არა სასიკვდილო განაჩენს“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

წაკითხვა 237 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 14 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.