"გუშინ იუსტიციის მინისტრმა დაჟეჟილად ისაუბრა, გაასაჯაროოს კადრები და საზოგადოებაც დაისვენებს"

ადამიანი, რომელიც არაფერს ინანიებს და კიდევ აქ ჩამოვიდა არაჟნებთან ერთად, არ მეცოდება, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

ამასთან, ვიქტორ ჯაფარიძე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრის გუშინდელ განცხადებას, სადაც რატი ბრეგაძე ამბობს: „თუ არ შეწყდება სიმულაციური ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს სასამართლოზე ზემოქმედებას, რათა მოპოვებული იყოს თავისუფლება, იძულებული გავხდებით, გარკვეული კადრები გავასაჯაროოთ“.

 

ვიქტორ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის კადრები უნდა გაასაჯაროოს.

 

„გუშინ იუსტიციის მინისტრმა დაჟეჟილად ისაუბრა. გამოვიდეს და თქვას, გაასაჯაროოს კადრები და საზოგადოებაც დაისვენებს. 20 წელიწადია, არ ასვენებს ეს კაცი ამ ქვეყანას“, – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

 

ჟურნალისტებთან საუბრისას ვიქტორ ჯაფარიძემ ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით გუშინ ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადებები მიუღებელია.

 

„რომ საუბრობთ, ევროპარლამენტარებმა და ფოტიგამ რაღაც თქვაო, არ იყო მათი განცხადებები მისაღები, რადგან ეს არის ჩვენი ქვეყნის საქმიანობაში ჩარევა. სააკაშვილის რომელი უფლებაა დარღვეული, საავადმყოფოში არაა, არ მკურნალობენ თუ რა?“, – განუცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს.

წაკითხვა 286 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.