"კადრების გამოქვეყნება შეცდომა იყო" - იაგო ხვიჩია

„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის კადრების გამოქვეყნება ხელისუფლების მხრიდან შეცდომა იყო.

მისივე თქმით, ამგვარი მოქმედება მისაღები არ არის. იაგო ხვიჩიას განცხადებით, სასამართლოზე სააკაშვილის მიყვანის ნაცვლად, ხელისუფლებამ რატომღაც სპექტაკლის მოწყობა გადაწყვიტა.

 

„ვერც მივხვდი, კადრების გაცრცელებას რა შინაარსი ჰქონდა. ამის მიზანი თუ იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი კარგად არის, ჩვენ მას სათანადოდ ვუვლით და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ჩემი აზრით, ამისთვის ასეთი ტიპის კადრების გავრცელება საჭირო არ იყო. კადრები ამას არ ასახავდა, იმას კი არ ამბობდა, რომ სააკაშვილი კარგად არის, არამედ ამბობდა, რომ, ნახეთ, როგორი ანერვიულებულია და როგორ არ არის ფორმაში მიხეილ სააკაშვილი. ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელიც ერთი წელია, ციხეში ზის და ვსაუბრობთ დამონტაჟებულ კადრებზე, რაც ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია. დახურულ სიცრცეში თუ გამოამწყვდევ ერთი წლის განმავლობაში და თუ დაუმონტაჟებ, ისეთი კადრები გამოჩნდება, რომელიც მას არ მოეწონება. ვფიქრობ, ეს იყო ხელისუფლების მხრიდან შეცდომა. შეცდომა იყო ორმაგად, ერთი, რომ, ზოგადად, ასე მოქცევა არ მოსულა, მეორე, პატიმრის მიმართ ასე ქცევა არ მოსულა. ნაცვლად იმისა, რომ სააკაშვილი მიეყვანათ სასამართლოზე, როგორი პროცესიც არ უნდა იყოს, იქ თავისი აზრი დაეფიქსირებინა, რატომღაც სპექტაკლის მოწყობა გადაწყვიტეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრები გუშინ გამოაქვეყნა.

წაკითხვა 263 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.