"სააკაშვილს ჩადენილი აქვს დანაშაულები საქართველოს ტერიტორიაზე, რასაც, სხვათაშორის, აღარავინ უარყოფს"

მიხეილ სააკაშვილს ჩადენილი აქვს დანაშაულები საქართველოს ტერიტორიაზე, ამ დანაშაულებს სხვათაშორის უკვე აღარავინ აღარ უარყოფს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, გაითვალისწინებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უკრაინის ომბუდსმენის მიერ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ მოწოდებებს.

 

პაპუაშვილის თქმით, სააკაშვილი არ არის უკრაინის ერთადერთი მოქალაქე, რომელიც სასჯელს საქართველოში იხდის.

 

„მიხეილ სააკაშვილს ჩადენილი აქვს დანაშაულები საქართველოს ტერიტორიაზე, ამ დანაშაულებს სხვათაშორის უკვე აღარავინ უარყოფს. ჩვენ ვნახეთ რეზოლუციაც, რომელშიც ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი თითქოს მიხეილ სააკაშვილი უკანონოდ არის გასამართლებული, აღარავინ დავობს, შესაბამისად, ჩადენილი აქვს დანაშაული საქართველოს ტერიტორიაზე და სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე. როგორც ვიცი, ის, არ არის უკრაინის ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საქართველოს ციხეში იხდის სასჯელს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ქართულ მახრეს მოუწოდებს, „უზრუნველყოს სააკაშვილის სათანადო სამედიცინო დახმარება, ასევე დააკმაყოფილოს შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების შესახებ, რათა ის გადაყვანილი იყოს ევროპის ან აშშ-ის კლინიკაში შემდგომი მკურნალობისთვის“. უკრაინის ომბუდსმენი დმიტრო ლუბინეცი კი სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილთან შეუშვან.

წაკითხვა 215 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.