ლადო კახაძე წინადადებით გამოდის, რომ მიხეილ სააკაშვილის მნახველების ფრჩხილები და თმები შემოწმდეს

პარლამენტის უმრავლესობის წევრი, ლადო კახაძე წინადადებით გამოდის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მნახველების ფრჩხილები და თმები შემოწმდეს.

კახაძე პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის საკითხს გამოეხმაურა.

 

„მე, როგორც ექიმს, ასეთი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი -ნებისმიერი ადამიანი პოტენციური პაციენტია. კონკრეტული ნოზოლოგიების კრებულით, ამას მოჰყვება დიაგნოზი. ზოგიერთი არის პაციენტის მიმართვის შემდეგ, ზოგიერთი დიაგნოზი საჭიროა იმ ადამიანის სადღაც მისავლინებლად. ეს დიაგნოზი 3 ძირითადი კომპონენტისგან შედგება: ეს არის ძირითადი დაავადება, თანმხლები დაავადება და გართულება, რომელიც გენეტიკასაც მოიცავს, შეძენილსაც, გარე ფაქტორების ზემოქმედებასაც და ა.შ. დიაგნოზს ჰყავს თავისი დამსმელი. ეს დიაგნოზი უნდა დასვა და დაიცვას ადამიანმა. ამ დიაგნოზის შესაბამისად ტარდება მკურნალობა. ამას ჰყავს დამცველები, ოპონენტები, ექსპერტები. მე ასეთ რამეს გთავაზობთ, ორივე მხარე, ის მხარე და სახელმწიფოს მხარე, შიდა და გარე პოტენციალი, დავსვათ ეს ადამიანები ლოგიკურად და ვიმსჯელოთ საჯაროდ, შეჯერებულ ვარიანტზე გამოვიტანოთ ყველას თვალწინ დიაგნოზი, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება.

 

რაც შეეხება მოწამვლას, ამ დარბაზშიც იყო მოწამვლა, ჩვენც არ ვიცოდით ის ადამიანი შემოიტანდა თუ არა საწამლავს. 1500-ზე მეტი მნახველი ჰყავს [სააკაშვილს]. მაქვს წინადადება, ამ ადამიანების მიმართ პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულების, შევამოწმოთ მათი ფრჩხილები და თმები იმიტომ, რომ არ არის გამორიცხული, გაუკუღმართების მცდელობა იყოს“, - განაცხადა კახაძემ.

წაკითხვა 179 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 16 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.