" მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი პოზიცია უნდა ჩამოაყალიბოს, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ იბრძვის თუ მათ შეწყალებას სთხოვს"-იაგო ხვიჩია

„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი პოზიცია უნდა ჩამოაყალიბოს, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ იბრძვის თუ მათ შეწყალებას სთხოვს.

იაგო ხვიჩია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყოფილი თანამდებობის პირების განცხადებას გამოეხმაურა. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის საკნის გასაღები ბიძინა ივანიშვილის ხელშია და მასზე რა იმოქმედებს გადამწყვეტად, არავინ იცის.

 

„ამ განცხადებაზე ხელმოწერა არც არავის არ უთხოვია და არც მგონია აუცილებელი, ჩვენს პოზიციებს ისედაც საჯაროდ გამოვხატავთ. ჩვენ რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას ვითხოვდით, „ნაცმოძრაობის“ წევრები სად იყვნენ? „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის მიერ საბრძოლო სტრატეგია ჯერ კიდევ დასალაგებელია. სტრატეგია – „ვკვდები და საზღვარგარეთ გადამიყვანე“ – ერთი მიმართულებაა; მეორე სტრატეგიაა – „ქვეყანას მართავენ რუსები, მას დავამარცხებთ და დედას ვუტირებთ“; „შემიწყალე, შენი დედა ვატირე“ არასწორი სტრატეგიაა. ან „გთხოვ, შემიწყალე“ უნდა იყოს, ან „გაიქეცი, შენი დედა ვატირე“. „ნაცმოძრაობა“ უნდა ჩამოყალიბდეს, მათმა ამომრჩეველმა იცოდეს, რას აპირებენ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

წაკითხვა 226 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.