May 19, 2024

"არანაირი კრიტიკული მდგომარეობა არ არსებობს, ეს არის მიზანმიმართულად დადგმული სპექტაკლი" - კალაძე სააკაშვილზე

არანაირი კრიტიკული მდგომარეობა არ არსებობს, ეს არის მიზანმიმართულად დადგმული სპექტაკლი, რომლის მთავარი შემოქმედი და მონაწილე გახლავთ თავად მიხეილ სააკაშვილი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ყველა დამნაშავემ, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე.

 

„საერთოდ ყველაფერი დადგმულია, მისი შემოტანა, როგორც განუბაჟებელი საქონელის – აქედან დაწყებული, გაგრძელებული იმ შოუებით და კონცერტებით, რასაც დღეს ვუყურებთ, ეს არის მიზანმიმართული დადგმული სპექტაკლები, რომელსაც ჰყავს თავისი აქტორები, იმართება სხვადასხვა ქვეყნიდან, გაფორმებულია სხვადასხვანაირი კონტრაქტები, ხელშეკრულებები, თუ როგორ უნდა წარიმართოს პიარკამპანია“, – განაცხადა კალაძემ.

 

კითხვაზე, – სასჯელის გადავადებაზე პრეზიდენტს პოზიცია როგორი უნდა იყოს? – კახა კალაძემ აღნიშნა: „ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია. პრეზიდენტი თუ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ძალიან მძიმე პირადად მისთვის და მისი კარიერისთვის. ეს იქნება უმძიმესი გადაწყვეტილება, არ ვიცი, ეს ალბათ თავად პრეზიდენტს უნდა ჰკითხოთ“.

 

კითხვაზე, 4 იანვარს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები იგეგმება სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქში, თბილისის მერმა განაცხადა: „არაფერი, იგივე იმ სპექტაკლის ნაწილია, რაზეც საუბრის დასაწყისში განვმარტე“.

წაკითხვა 247 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 27 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.