May 15, 2024

"ვინც სააკაშვილის მოწამვლაზე ლაპარაკობს, არის თაღლითი" - გია ვოლსკი

„ვინც დღეს ლაპარაკობს, რომ სააკაშვილი პუტინმა მოწამლა, თაღლითია“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

 

მისი თქმით, თაღლითობის ახალი ეტაპი დაიგეგმა. 

 

„განცხადებები, რომელიც ადრე არ იყო აქტუალური და უცებ გააკეთა ყველა მის გარშემო მყოფმა ადამიანმა, მიუთითებს იმაზე, რომ  თაღლითობის რაღაც ახალი ეტაპი დაიგეგმა. თუკი სასამართლო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, ეს უნდა მოხდეს არა იმის საფუძველზე, გაპარსულია თუ გაუპარსავია, თმებდავარცხნილია, დაუვარცხნელი თუ მოუვლელია, ზოგადად, კონკრეტული პატიმარი, არამედ რამდენად კომპეტენტურია სამედიცინო ექსპერტების დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი ვერ გადარჩება, ჩვენი სამედიცინო სისტემა არ ვარგა და ვერ მიხედავს მის ჯანმრთელობას და მის სიცოცხლეს.

 

ასეთი მონაცემები არ არსებობს. იგი მოწამლეს, მოწამლა რუსეთმა, მოწამლა პუტინმა, გამოყენებულია ცნობილი მომწამლავი ნივთიერება, ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს და ვინც ამას დღეს ლაპარაკობს, თაღლითია“, - აცხადებს მმართველი გუნდის წევრი. 

წაკითხვა 207 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 28 2022

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.