May 15, 2024

"ნაცებმა" გაშალეს თავისი 100-კაციანი არმია" - ირაკლი ზარქუა

„ნაცებმა“ გაშალეს თავისი 100-კაციანი არმია, დაწინაურდა ხაბე, თუ არ ვცდები, მას ჩვიდმეტით მეტი მხარდამჭერი შეხვდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ „ნაციონალური მოძრაობის“ სოლიდარობის აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სინამდვილეში, „ნაციონალურ მოძრაობაში“ საერთოდ არ აინტერესებთ მიხეილ სააკაშვილი, რომელთან დაკავშირებითაც აქციას აწყობენ. ირაკლი ზარქუას განმარტებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ აინტერესებთ კეზერაშვილის ფულები.

 

„ნაცებმა“ გაშალეს თავისი 100-კაციანი არმია, ფლანგები და ფრონტის ხაზი. მგონი, დაწინაურდა ხაბე, რადგან უფრო მეტი მხარდამჭერი მიჰყავს. თუ არ ვცდები, მას ჩვიდმეტით მეტი მხარდამჭერი შეხვდა. რეალურად, წინასაარჩევნო მასკარადი აქვთ. სულ არ აინტერესებთ ის, ვისაც ამ აქციას უძღვნიან. მათი ინტერესი არ არის, ის როგორ იქნება, იკვებება, აქვს თუ არა სამედიცინო სერვისი. მათი ერთადერთი ამოსავალი არის, რამენაირად, ყველანაირი მეთოდით თავიანთ პარტიაში მოაწყონ გადატრიალება, თავიანთ პარტიაში ხელისუფლებაში მოვიდნენ და შემდეგ იმ ჯიგარის ფულები გადაინაწილონ. მათ არ აინტერესებთ არც სააკაშვილის ჯანმრთელობა და არც ქვეყნის ინტერესები. მათ რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა აინტერესებდეთ, ეტყოდნენ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა თუ რაღაცაა და ექიმების რჩევას დაექვემდებაროს, ჯანმრთელობას მიხედოს. მათი ინტერესის სფეროა, როგორ მიითვისონ კეზერაშვილის ფულები. იმ ჯიგარმა იქიდან ბრძანა, რომ ვინც თავმჯდომარე იქნება, მასთან ექნება ფულადი გაცვლა-გამოცვლები. ამიტომაც არის, რომ ბრძოლობს ხაბე „მხარმოკლე“ და მელია სამეგრელოდან.

 

აქცია ერთ ადგილზე რომ გამართულიყო, მაშინ „ნაცებისთვის“ არ იქნებოდა ცალსახა, რომელი ფლანგია ლიდერი, რომელია რეალურად ლიდერი, თორემ იქ რომ კითხო, ყველა ლიდერია. მე მაინც მგონია ხაბე „მხარმოკლე“, როგორც მან თქვა, „ნაცების“ დნმ აქვს და უფრო მისკენ ვიხრები, ვინც ჭეშმარიტი „ნაცები“ არიან, უფრო ხაბეს უნდა შეუერთდნენ. კითხვა მაქვს, იმ ცარიელ სასახლესთან რომ ადიან, უმალავენ და არ იციან, რომ ის კაცი იქ არ ცხოვრობს? სულ სხვაგან ცხოვრობს თავისი ოჯახით. ვის ატყუებენ, თავს იტყუებენ, თუ თავიანთ მხარდამჭერებს ატყუებენ. ვერ ვხვდები, თავს ასე რატომ იმასხარავებენ“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

 

რაც შეეხება საზღვარგარეთ სოლიდარობის აქციებს, ირაკლი ზარქუას განმარტებით, ეს იმ ლობისტური ჯგუფის სცენარის ნაწილია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ოჯახს ჰყავს დაქირავებული.

 

„მათ შორის არიან ამ ლობისტური ორგანიზაციების წარმომადგენლები. გადახდილია და ახლა 3-5 კაცის მოძებნა ყველგან შესაძლებელია. იქ დადგებიან და დაიწყებენ ყვირილს – ნუ კლავთ, ნუ კლავთ. პირიქით, თავიანთი ამ მიდგომით და დამოკიდებულებით ახალისებენ იმ ადამიანს. პატიმარი სააკაშვილი ლუქს პალატაშია წამოწოლილი და ვერ ვხვდები, რას უკავშირდება კიდევ პრეტენზიები. ვერ დასვეს დიაგნოზი, რას სჭირს. ამ ქვეყანაში იქნება სიმშვიდე, როგორც აქამდე შევინარჩუნეთ, როგორც 2022-ში შევინარჩუნეთ, ისევე შევინარჩუნებთ 2023-ში. ვინმე გაბედავს და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ნაბიჯს გადადგამს, ზუსტად ადეკვატურად მოექცევიან და იქნებიან იქ, სადაც საჭიროა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

წაკითხვა 224 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.