"ჩამოდის პრეზიდენტი სააკაშვილი და უცებ აღმოჩნდა აბსოლუტურად მიტოვებული, ე.ი. ღია ღალატი იყო"- თაკო ჩარკვიანი

ჩამოდის პრეზიდენტი და უცებ აღმოჩნდა აბსოლუტურად მიტოვებული, ნაღალატევია, ე.ი. ღია ღალატი იყო, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დიდი შანსია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა დაგეგმეს რუსეთის ჩანერგილმა აგენტებმა.

 

„ის, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა ჩამოსულიყო საქართველოში, ჩვენ მხოლოდ მაშინ ვთქვით, როცა მიშამ თქვა, რომ მე ჩამოვდივარ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. როცა მან თქვა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ის მზად არის ამ ყველაფრისთვის, მაგრამ იქ ვინ მუშაობდა, უკრაინაში ვინ მუშაობდა, ვის ჰქონდა ურთიერთობა?

 

საერთოდ მე მიმაჩნია, რომ ძვირი დაუჯდა, თორემ ისტორიულად უმაგრესი ნაბიჯი გადადგა. მე არ მომწონს, როდესაც ამბობენ, რომ შეცდომა მოუვიდა, არაფერი შეცდომა არ მოსვლია.

 

დიდი შანსია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა დაგეგმეს რუსეთის ჩანერგილმა აგენტებმა, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ურთიერთობა მასთან ადამიანებს ჰქონდათ უკრაინაში, იქ იგეგმებოდა და ამას ვერ ასცდება ვერავინ, მისი გარემოცვა ვიღაც. ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილი რომ ჩამოვიდა, არაჩვეულებრივი კაცი იყო ის მძღოლი, მაგრამ მასთან არ უნდა აღმოჩენილიყო. ჩამოდის პრეზიდენტი და უცებ აღმოჩნდა აბსოლუტურად მიტოვებული, ნაღალატევია, ე.ი. ღია ღალატი იყო“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

 

თაკო ჩარკვიანმა გადაცემაში „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებებში „გაცურების მომენტი იგრძნო“, რადგან ყოფილ თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილთან მას ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ხოლო დღეს კი საპირისპირო განცხადებებს აკეთებს.

 

„მე არ მიყვარს როცა ვიგრძნობ ხოლმე გაცურების მომენტს, რადგან მე კარგად ვიცი როგორი დამოკიდებულება ჰქონდა კეზერაშვილთან, ძალიან კარგი და ახლო ურთიერთობა ჰქონდა. ყაჩაღებისგან არ იღებენ ეგეთ საჩუქრებს. თვითონ მელია რომ აკეთებს მეორადობაზე [ავტომობილის] მახვილს, ეს არ შეიძლება. მეორადობაზე კი არ არის აქ საქმე, საქმეა ის, რომ აიღე ავტომობილი იმისგან, ვინც შენთვის თურმე მიუღებელი იყო“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

წაკითხვა 331 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.